ლეგენდარული ლილიან ტურამი შემდეგ „იუვენტუსში“ შესაძლოა მისი შვილი, მარკუს ტურამი ვიხილოთ. Tuttojuve-ს ინფორმაციით, იტალიელები აქტიურად აკვირდებიან 22 წლის ფრანგი თავდამსხმელის ევოლუციას.
„გლადბახის“ შემტევს საოცარი სეზონი აქვს და ბუნდესლიგაში უკვე მოასწრო 10 გოლის გატანა და 8 საგოლე პასის შესრულება.
მისი აგენტი მინო რაიოლაა, რომელთანაც „იუვეს“ ბოსებს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ და ამჟამად ფეხბურთელის ღირებულება 20 მილიონი ევროა.
შეგახსენებთ, რომ ლილიან ტურამი „იუვენტუსში“ 2001-2006 წლებში თამაშობდა და ბოლო სეზონში ალესანდრო დელ პიეროს შემდეგ გუნდის ვიცე კაპიტანიც იყო. მარკუსი კი მიი ვაჟია, რომელიც ბავშვობაში „დელე ალპის“ სტადიონზე „იუვენტუსის“ მაისურით არაერთხელ გამოჩენილა.
Juventus.Ge ტურინის იუვენტუსის ქართული ფან კლუბი