ტურინის „იუვენტუსის“ შემტევმა ფედერიკო ბერნარდესკიმ იტალიის ნაკრების შეკრება დატოვა. აღნიშნულის მიზეზი ტრავმაა. ჯერჯერობით უცნობია, რამდენად სერიოზულია ფედერიკოს დაზიანება, რომელიც ლაზარეთიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნდა.
ბერნარდესკის გამოკვლევა ტურინში დაბრუნების შემდეგ ჩაუტარდება.
აქვე გეტყვით, რომ იტალიის ნაკრები 17 ნოემბერს, პორტუგალიის ნაკრებს, ხოლო სამ დღეში აშშ-ს დაუპირისპირდება.