მთავარი / სიახლეები / ლენგლე: “იუვენტუსი” მეპატიჟებოდა”

ლენგლე: “იუვენტუსი” მეპატიჟებოდა”

კატალონიის „ბარსელონას“ მცველი კლემენ ლენგლე აცხადებს, რომ წლების წინ „იუვენტუსში“ გადასვლა შეეძლო. თუმცა, ფრანგმა ტურინელები უარით გაისტუმრა და მიღებულ გადაწყვეტილებას არ ნანობს.

როგორც ლენგლემ თქვა, მაშინ სწორი ნაბიჯი გადადგა, რამაც მისი კარიერის განვითარებას ხელი შეუწყო:

„იუვენტუსი“ ჩემს შეძენას 2012 წელს სცდილობდა, როდესაც საფრანგეთის მეორე ლიგაში თამაშის მხოლოდ სამთვიანი გამოცდილება მქონდა. მინდოდა კონტრაქტის გაფორმება, მაგრამ შემდეგ დავფიქრიდ და მივხვდი, რომ პროფესიონალურ ფეხბურთში მცირე გამოცდილება მქონდა და გამიჭირდებოდა. მაშინ არ იყო სწორი დრო „ნანსის“ დასატოვებლად. ამ გადმოსახედიდან ბედნიერი ვარ, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღე, რადგან მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში მოვხვდი“, – თქვა ლენგლემ.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …