ხუთი წლის წინ, ამ დღეს, „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ფინალი წააგო, ბერლინში, „ბარსელონასთან“. მტკივნეული მარცხი უდავოდ, მაგრამ ბევრად უფრო ნაკლებად, ვიდრე სხვა. სიამაყე და სითამამე. ამ ორი ინგრედიენტით „ბებერი სინიორა“ ბერლინში, „ოლიმპიაშტადიონზე“ გავიდა.
მაგრამ ისეთი ფეხბურთელების წინააღმდეგ, როგორებიც მესი, სუარესი და ნეიმარი არიან, რომელთაც ზურგს დანი ალვეში, პიკე, ინიესტა და ბუსკეტსი უმაგრებდნენ, სხვა კალიბრის მონსტრების წინააღმდეგ ძალიან ცოტა რამის გაკეთებაა შესაძლებელი.
იმ საღამოს ალეგრიმ 4-2-3-1 სქემა აირჩია და ნახევარდაცვაში პირლო, მარკიზიო, პოგბა და ვიდალი გაამწესა ძირითად შემადგენლობაში. დიახ, ყველა ერთად, შთამბეჭდავად, თუმცა, ამ ნახევარდაცვის სრული დემონტაჟი მალევე განხორციელდა.
ყველაფეირ ბრეშელი გენიოსით დაიწყო, რომელიც ძველებურ ფიზიკურ კონდიციაში აღარ იმყოფებოდა და აშშ-ში წასვლა ამჯობინა. ამას მოჰყვა ჩილელი ვიდალის ტრანსფერი 40 მილიონად მიუნხენის „ბაიერნში“. ერთი წლის შემდეგ კი 105 მილიონად პოგბა „მანჩესტერში“ წავიდა.
ორი 2015 წელს, სწორედ ფინალის შემდეგ წავიდა, ერთი 2016 წელს, ხოლო „პრინჩიპინოს“ „იუვე“ 2018 წელს დაატოვებინეს. მოკლედ, სამ წელიწადში ნამდვილი რევოლუცია მოხდაა. მიუხედავად ამისა, „იუვემ“ შეძლო სტაბილურად იგივე შედეგების შენარჩუნება, რაც მთთან ერთად ჰქონდა.
თუმცა, ევროპულ ასპარეზზე რჩება განცდა, რომ გუნდს რაღაც აკლია. ჩვენ ვგულისხმობთ ბერლინის საოცარ ნახევარდაცვას. ბოლო წლებში „იუვე“ ძირითადად თავდასხმის ხაზის ფიგურებზე იყო კონცენტრირებული, გონსალო იგუაინიდან დაწყებული, კრიშტიანუ რონალდუთი დასრულებული.
თუმცა ნახევარდაცვაში ეჭვები არ ქრება. პიანიჩი ოთხი წლის წინ მოვიდა, ახლა, ისე როგორც არასდროს, გუნდის დატოვებასთან ახლოსაა, აქ არის სამი ხედირა, რომელსაც ჰქონდა წარმარტებული მონაკვეთები, მაგრამ წარუმატებელიც, ზუსტად ასე ბლეზ მატუიდისანც. ადრიენ რაბიო კი ჯერაც ვერ ახერხებს ტურინში ადაპტირებას.
დღეისთვის „იუვეს“ ნახევარდაცვაში ორი გარანტირებული ფიგურა ჰყავს, ბენტანკური და რემზი: პირველი სარის ძალიან მოსწონს და მასთან ძალიან მოუმატა, ხოლო მეორეს თუ ტრავმების არ შეაწუხებს, ნამდვილად შეუძლია სტაბილურად მაღალ დონეზე თამაში და ყველაზე ნაყოფიერი ნახევარმცველი გახდეს გუნდისთვის.
ეს კი ძალიან ცოტაა, ამიტომაც არსებობს ნახევარდაცვის ცვალებადობასთან დიდი ეჭვები. ამ ეტაპზე 2015 წლის სიძლიერის ნახევარდაცვის დაბრუნება ერთი შეხედვით უტოპიაა, მაგრამ ნელ-ნელა და მეთოდურად, ფაბიო პარატიჩის სწორი მუშაობით ამის მიღწევა ნამდვილად შეიძლება.