ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ Gazzetta Dello Sport-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ სეზონი მაინც ვერ დასრულდება, ტიტული არავის არ უნდა გადაეცეს.
გარდა ამისა, იტალიელმა კიდევ ერთხელ ისაუბრა „მილანში“ გატარებულ 1 სეზონზე და მას რთული წელი უწოდა.
„იმედი მაქვს, რომ ჩემპიონატის ნორმალურად დასრულება მოხერხდება. თუ ასე არ იქნება, ბევრი პოლემიკა წამოიჭრება. მესხვა ჰიპოთეზის მომხრე არ ვარ. თუ სეზონი ვერ დასრულდება, ტიტული არავის არ უნდა გადაეცეს. ვიმედოვნებთ, რომ 2 აგვისტოს ჩემპიონი გვეყოლება და იმედია ეს „იუვე“ იქნება.
ალეგრი და სარი? ალეგრი გუნდის მართვაში, გასახდელში ძალიან ძლიერია, სეზონის რთულ მომენტებში, რომ გუნდმა მართოს მატჩები. ხუთი წლის განმავლობაში ამაში ოსტატი იყო. სარი ზედმიწევნით მგზნებარე ტაქტიკოსია, რომელსაც მოსწონს გუნდის კარგად თამაში. ამ პერიოდში მან ისიც შეიტყო, რას ნიშნავს „იუვეს“ სამყაროში ყოფნა, სადაც არავინ არაფერს გაპატიებს. ფეხბურთის დიდი ცოდნა აქვს, ის არის ადამიანი, რომელსაც მუდამ განვითარება სურს, ყოველდღიური კონტაქტი გვაქვს. ის განსხვავებული ადამიანია იმისგან, რაც მანამდე ვიცოდი, სანამ ახლოს გავიცნობდი.
„მილანი“? დიახ, ჩემთვის რთული წელი იყო, როგორც პირად, ასევე სამუშაო დონეზე. მაშინ „იუვეში“ იყო უთანხმოება და ჩემპიონთა ლიგის ფინალში წაგების შემდეგ მივიღე გაუცნობიერებელი გადაწყვეტილება. მაგრამ ისიც უნდა ვთქვა, რომ ამ გადაწყვეტილებამ, როგორც ადამიანი გამზარდა. „მილანში“ გატარებულმა იმ თვეებმა მომცა საშუალება გამეგო, რომ ჩემი ადგილი იყო „იუვენტუსში“, ამ ოჯახში, რომელსაც ჩემს ოჯახად მივიჩნევ „მილანში“ კარგი ადამიანები გავიცანი, პირველ რიგში რინო გატუზო, მიუხედავად იმისა, რომ რთული წელი იყო, უსარგებლო არ ყოფილა. საბოლოოდ ძალაინ ბედნიერი ვიყავი, რომ სახლში დავბრუნდი
რონალდუ? სუპერათლეტი და უდიდესი პროფესიონალია. მან მითხრა თუ რა გააკეთა კარანტინში, რომ ფიზიკური ფორმა შეენარჩუნებინა და შეკრებაზე იდეალურ ფორმაში გამოცხადდა. თუმცა ეს არ გვიკვირს მისგან, ნამდვილი ჩემპიონია ყველა თვალსაზრისით.
ყველაზე მეტად ვის წინააღმდეგ თამაში მიჭირს? ნუ გაგიკვრიდებათ, მაგრამ დუვან ძაპატა. ისარის დიდი, ძლიერი და სწრაფი. როდესაც მას ვეთამაშები მეტი საფიქრალი მაქვს. ვარჯიშზე კი დიბალას, რონალდუს, იგუაინის და დუგლას კოშტას წინააღმდეგ მიწევს მოქმედება და ელექტროაქტიურები არიან.
იბრაჰიმოვიჩთან ერთად სიამოვნებით ვითამაშებდი. ის ლიდერია, ძლიერი პიროვნებაა. ვარჯიშზე სასიამოვნო იქნებოდა მასთან გამკლავება. მკაცრი სახე აქვს, მაგრამ კარგი ადამიანია“, – თქვა ბონუჩიმ.