ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა მატაის დე ლიხტმა Tuttosport-ს ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ ძალიან ბედნიერია. ნიდერლანდელი ფეხბურთელის განცხადებით, „იუვეს“ დიდება უზარმაზარია.
„პირველი გრძნობა ბედნიერება იყო: „იუვენტუსმა“ შემიძინა, მსოფლიოში ერთ-ერთმა საუკეთესო გუნდმა. შემდეგ დაუყოვნებლივ მომიწია აზიაში გამგზავრება, სადაც მივხვდი თუ რამდენად დიდია ეს გუნდი. ყველგან „იუვეს“ გულშემატკივრებს ვპოულობდი, სადაც არ უნდა წავსულიყავი, „იუვენტუსის“ დიდება უზარმაზარია. „აიაქსის“ ცხოვრებისგან ყველაფერი განსხვავებულია. პირველი დიდი განსხვავება რამაც გამაოცა, არის კლუბის საერთაშორისო განზომილება. თანაგუნდელებიც შესანიშნავები არიან, ძალიან კარგი ჯგუფი ვართ, ყველა ცდილობდა ჩემს დახმარებას. მაშინვე მაგრძნობინეს თავი ოჯახში.
რა თქმა უნდა „იუვენტუსში“ ბედნიერი ვარ! ძალიან ბედნიერი. აქ ნამდვილად ბედნიერი ვარ, ყოველდღე ვვარჯიშობ არაჩვეულებრივ ფეხბურთელებთან, მუდმივად ვგრძნობ განვითარებას ამიტომ, ახლა ძალიან ბედნიერი ვარ.
მართალი გითხრათ, გუნდის დონე ნამდვილად მაღალია. ცხადია, რონალდუ გუნდშია, მაგრამ მე მას არ დავასახელებ გამორჩეულებში, რადგან ყველამ იცისი ვინ არის კრიშტიანუ და რა შეუძლია. ასე, რომ მე ვიტყვი კიდევ ორ ფეხბურთელს, რომლებმაც ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინეს: ერთი არის დიბალა, რომელსაც გასაოცარი ტექნიკა აქვს, მეორე კი, შეიძლება ბევრისთვის გასაკვირი იყოს, მაგრამ როდრიგო ბენტანკური, რომელსაც ნამდვილად საოცარი ტექნიკური თვისებები აქვს. ვფიქრობ, რომ ის საკმარისად არაა შეფასებული და დაფასებული. შესანიშნავი ფეხბურთელია, რომელსაც დიდი მომავალი აქვს.
ისტორიულად იტალიად ყოველთვის ჰყავდა დიდი მცველები და დღესაც ჰყავს, მაგრამ იტალია არაა ერთადერთი ქვეყანა, რომელიც თავს კარგად იცავს. უბრალოდ აქ განსხვავებული სტილით თამაშობენ. ჰოლანდიაში შეტევისადმი სიყვარული არსებობს ამიტომ დასაწყისში სირთულეები მქონდა, რადგან „აიაქსი“ თავს სხვა სტილით იცავს.
სარი? ტაქტიკოსი. ძალიან ყურადღებიანი და ფეხბურთის ზუსტი იდეა აქვს. მას სურს ააშენოს გუნდი ქვემოდან, ათამაშოს ტექნიკური ფეხბურთი, შეიძლება ითქვას, რომ ის „ჰოლანდიელია“, თუნდაც სულით იტალიური სიძლიერე ჰქონდეს.
რონალდუ? გასაოცარი პროფესიონალია. მისი თაობის საუკეთესო და ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო. უზარმაზარი მაგალითია ჩემნაირი ახალგაზრდებისთვის. „იუვენტუსი“ სავსეა სამაგალითო ფეხბურთელით, მაგრამ ის ნამდვილად განსაკუთრებულია. ყოველთვსი ვცდილობ დავაკრიდება და ის განვითარდე. ისეთი ინტენსივობით თამაშობს, მართლა მაინტერესებს, ნუთი მართლა 35 წლისაა“, – თქვა დე ლიხტმა.