მთავარი / სიახლეები / ბენატია: “ალეგრისთან თამაში აღარ მინდოდა”

ბენატია: “ალეგრისთან თამაში აღარ მინდოდა”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა მცველმა მეჰდი ბენატიამ გუნდიდან წასვლის მიზეზებზე ისაუბრა. მაროკოელი ფეხბურთელის განცხადებით, ასეთი გადაწყვეტილების მოტივი მასიმილიანო ალეგრი იყო.

„როდესაც ბონუჩის დაბრუნების შესახებ გავიგე, ალეგრისთან მივედი და ვესაუბრე. მან მითხრა, რომ შეშფოთების საფუძველი არ მქონდა, რადგან მე და კიელინი ვიყავით ძირითადის წევრები და ბონუჩის მისი ადგილის დასაბრუნებლად უნდა ებრძოლა. თუმცა, ამის მერე აღარ მითამაშია და თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი. გუნდის ხელმძღვანელობასთან მივედი და ვუთხარი, რომ ამ მწვრთნელის ხელმძღვანელობით თამაშის სურვილი აღარ მქონდა.

თანაგუნდელები ცდილობდნენ ჩემი იდეა შეეცვალათ, მაგრამ გადაწყვეტილი მქონდა წასვლა, მიუხედავად იმისა, რომ იქამდე ტურინში სახლი ვიყიდე და ვფიქრობდი, რომ კარიერას „იუვენტუსში“ დავასრულებდი. შესაბამისად, გადავწყვიტე ევროპის მიღმა წასვლა, რაც ჩემი ოჯახისთვის ახალი გამოწვევა იქნებოდა. თავის დროზე არც „რომადან“ წასვლა მინდოდა, რადგან იქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი, მაგრამ მოგვიანებით სიტუაცია გართულდა“, – თქვა ბენატიამ.

შეგახსენებთ, რომ მეჰდი ბენატია „იუვენტუსში“ 2016 წლიდან თამაშობდა და გუნდი მიმდინარე წლის იანვარში დატოვა.

შემთხვევითი სიახლე

მანჩინიმ განმარტა, თუ რატომ არ გამოიძახა ნაკრებში ლოკატელი

იტალიის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ განმარტა, რატომ არ გამოიძახა ინგლისისა და მალტის ნაკრებებთან სათამაშოდ მანუელ …

ლოკატელი: “ვაჩვენეთ, რომ ძლიერი გუნდი ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ „ინტერთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, დაამტკიცეს, …