მთავარი / სიახლეები / ანიელისა და ალეგრის შეხვედრამ საკითხი ღია დატოვა

ანიელისა და ალეგრის შეხვედრამ საკითხი ღია დატოვა

მასიმილიანო ალეგრისა და ანდრეა ანიელის პირველმა შეხვედრამ შედეგი ვერ გამოიღო. იტალიური მედიის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ორივე მხარემ თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გამოთქვა, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერია.

როგორც ცნობილი გახდა, შეხვედრას კლუბის ხელმძღვანელობის ყველა წევრი უნდა დაესწროს და არამხოლოდ პავენ ნედვედი და ფაბიო პარატიჩი.

მოცემული ვითარებით, ორი ვარიანტია: ალეგრი „იუვესთან“ კონტრაქტის 2021 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი გუნდის დატოვება მოუწევს.

სავარაუდოდ, ყველაფერი უახლოეს დღეებში საბოლოოდ გაირკვევა.

შემთხვევითი სიახლე

მანჩინიმ განმარტა, თუ რატომ არ გამოიძახა ნაკრებში ლოკატელი

იტალიის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ განმარტა, რატომ არ გამოიძახა ინგლისისა და მალტის ნაკრებებთან სათამაშოდ მანუელ …

ლოკატელი: “ვაჩვენეთ, რომ ძლიერი გუნდი ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ „ინტერთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, დაამტკიცეს, …