მთავარი / სიახლეები / ბარძალი: “გვარდიოლა? ზოგჯერ ოცნება კარგია”

ბარძალი: “გვარდიოლა? ზოგჯერ ოცნება კარგია”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა მცველმა ანდრეა ბარძალიმ „იუვენტუსის“ მომავალი მწვრთნელის შესახებ ისაუბრა. ანდრეას განცხადებით, „იუვესთან“ გვარდიოლას დაკავშირება სასიამოვნო მოსასმენია.

„არ ვიცი „იუვენტუსის“ სიტუაცია, მაგრამ გვარდიოლას გადმოსვლის შესახებ საუბარი შესანიშნავია, სასიამოვნოა ამაზე ოცნება. კრიშტიანუ რონალდუს მოსვლაცარავის სჯეროდა, მაგრამ ეს რეალობაა.

რა თქმა უნდა, ბევრი გვარი დასახელდა, „იუვეს“ ხელმძღვანელობა ბოლო წლებში არ შემცდარა და მჯერა ახლაც სწორ არჩევანს გააკეთებენ. დაველოდოთ, როდესაც ოფიციალური განცხადება გაკეთდება. სარი? საინტერესო იქნებოდა, მაგრამ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არაა.

კონტე? ამ სამყაროში მუშაობა ასეთია, თუ ამ სფეროში არ ხარ, ამას ვერ გაიგებ. მე არ შემიძლია მისი გააკრიტიკება.

ალეგრი? მას 5 წლის განმავლობაში ბევრი კრიტიკა შეხვდა, მაგრამ ის კარგად პასუხობდა და კონტეს დაწყებული ციკლი შესანიშნავად გააგრძელა“, – თქვა ბარძალიმ.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …