ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ პორტუგალიის ნაკრების რიგებში ჰეთ-თრიქი შეასრულა. ერთა ლიგის ნახევარფინალში პორტუგალიამ შვეიცარიას 3:1 მოუგო და კრიშტიანუმ შესანიშნავად ითამაშა.
რონალდუმ შვეიცარიელთა კარში სამი დიდებული გოლი გაიტანა და თავისი გუნდი ერთად ლიგის ფინალში გაიყვანა.
აღსანიშნავია, რომ რონალდუმ კარიერაში 53-ე ჰეთ-თრიქი შეასრულა.