ანდრეა პირლო შესაძლოა „იუვენტუსში“ დაბრუნდეს. Tuttosport-ის ინფორმაციით, ანდრეა ანიელი „მაესტროს“ დაუკავშირდა და ტურინში მიიწვია. საქმე ეხება სამწვრთნელო შტაბში დასაქმებას – პირლო ახალი მწვრთნელის ასისტენტი იქნება, დიდი ალბათობით, მაურიციო სარის.
არის ალტერნატიული ვარიანტიც – „იუვენტუსის“ 23-წლამდე გუნდის ან ახალგაზრდული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტი.
ანდრეა პირლო ამჟამად ტელევიზიაში ექსპერტად მუშაობს, მაგრამ არაერთხელ დაადასტურა, რომ სამწვრთნელო კარიერის დაწყებას აპირებს.