მთავარი / სიახლეები / ატლეტიკო VS იუვენტუსი | საინტერესო ციფრები
ატლეტიკო VS იუვენტუსი | საინტერესო ციფრები

ატლეტიკო VS იუვენტუსი | საინტერესო ციფრები

დღეს იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგის 2019/20 წლების სეზონის პირველ მატჩს მადრიდში მეტრო პოლიტანოზე ატლეტიკოს წინააღმდეგ გამართავს.

ალბათ დამეთანხმებით, რომ საკმაოდ დაძაბული და მძიმე მატჩი გველის. იუვენტუსი სტუმრად, ტრავმების ეპიდემია და ატლეტიკოს რევანშის წყურვილი. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ იუვენტუსს ბოლო წლებთან შედარებით საკმაოდ კარგი სკამი ყავს. დიდი ალბათობით არც მაურიციო სარი აპირებს იუვენტუსში ჩემპიონთა ლიგის სადებიუტო მატჩში არასასურველი შედეგის დაფიქსირებას.

ახლა კი გთავაზობთ საინტერესო ციფრებს.

მეხუთე მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე: იუვენტუსი და მადრიდის ატლეტიკო აქამდე ჩემპიონთა ლიგაზე ერთმანეთს 4-ჯერ დაუპირისპირდნენ. პირველად 2014/15 წლების ჯგუფურ ეტაპზე. მადრიდში ატლეტიკომ 1-0 მოიგო, ხოლო ტურინში ნულოვანი ფრე დაფიქსირდა. მეორედ კი 2018/19 წლების სეზონის მერვედფინალში. პირველი მატჩი მადრიდში და 2-0 ატლეტიკოს სასარგებლოდ. თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილი ჩანდა მაგრამ კრიშტიანუ რონალდუს ჰეთ-ტრიკს მადრიდელებმა ტურინში ვერაფერი დაუპირისპირეს. საბოლოოდ ორი მატჩის ჯამში 3-2 და იუვენტუსი შემდეგ ეტაპზე გავიდა.

იტალიელები ესპანელების წინააღმდეგ: ჩემპიონთა ლიგაზე ესპანეთში ჩატარებული 27 მატჩიდან მხოლოდ 4 მოიგო იტალიურმა გუნდმა 3 ფრე და 20 წაგება. მაგრამ ბოლო სამი გამარჯვება იუვენტუსმა მოიპოვა: 2016/17 წლებში სევილიას წინააღმდეგ, 2017/18 წლებში რეალის წინააღმდეგ და 2018/19 წლებში ვალენსიას წინააღმდეგ. მას შემდეგ რაც ევროპის ჩემპიონთა თასს ჩემპიონთა ლიგა ეწოდა მადრიდის ატლეტიკომ იტალიური გუნდების წინაღმდეგ ჩატარებული 8 მატჩიდან მხოლოდ ერთხელ წააგო და ისიც გასულ სეზონში იუვენტუსთან.

მწვრთნელი ევროპაში: იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ მოიგო 2018/19 წლების ევროპის ლიგა ჩელსისთან ერთად. მხოლოდ სამმა მწვრთნელმა მოახერხა ევროპის ლიგის თასის მოგების შემდეგ ჩემპიონთა ლიგის მოგება ზედიზედ ორ სეზონში (რაფაელ ბენიტესი, ჟოზე მაურინიო და ბობ პეისლი).

ატლეტიკოს მშრალი სერია: დიეგო სიმეონეს „როხიბლანკოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჩემპიონთა ლიგაზე პირველი მატჩი 2013 წლის სექტემბერში ჰქონდა. მას შემდეგ „ატლეტიკომ“ ამ ტურნირზე ყველაზე მეტჯერ შეინახა კარი მშრალად (34).

გრიზმანის გარეშე: 2013/14 წლების სეზონის შემდეგ მადრიდის ატლეტიკო პირველად ითამაშებს ჩემპიონთა ლიგაზე ანტუან გრიზმანის გარეშე. 2015 წლის სექტემბრიდან 2019 წლის მარტამდე ფრანგმა ფეხბურთელმა ატლეტიკოს მიერ გატანილ გოლების 54%-ში მიიღო მონაწილეობა.

დიეგო კოშტა: ჩემპიონთა ლიგაზე დიეგო კოშტამ ატლეტიკოსთვის 13 თამაშში 9 გოლი გაიტანა. ყოველ 99 წუთში ერთი გოლი. და დარტყმების 26% აქცია გოლად.

ჟოაუ ფელიში: დღეს მადრიდის ატლეტიკოს თავდამსხმელი ჟოაუ ფელიში 19 წლის და 312 დღის არის. თუ ის შეძლებს და გაიტანს გახდება მეხუთე ახალგაზრდა პორტუგალიელი რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე გატანა შეძლო: მიგელი (17 წლის და 327 დღის), გონსალო გუედეში (18 წლის 350 დღის), მანუელ ფერნანდესი (19 წლის 255 დღის) და უგო ვიანა (19 წლის 302 დღის). კრიშტიანუ რონალდუმ ჩემპიონთა ლიგაზე პირველი გოლი 22 წლის და 64 დღის ასაკში გაიტანა.

კრიშტიანუ რონალდუ: იუვენტუსის პორტუგალიელი თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუს არის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი 126 გოლით. კრიშტიანუმ კარიერის მანძილზე ატლეტიკოს 25 გოლი გაუტანა, მათ შორის ჰეთ-ტრიკი გასულ სეზონში. ამაზე მეტი გოლი მხოლოდ სევილიას კარში აქვს გატანილი (27).

შეგახსენებთ, რომ ტურინის იუვენტუსის ოიციალური ქართული ფან-კლუბი დღეს ჰაკერ-ფშორში იკრიბება.

მისამართი: ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი, 14ბ

ფან-კლუბის ივენთი

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …