კრიშტიანუ რონალდუს ბერგამოს „ატალანტასთან“ თამაში საეჭვოა. იტალიური მედიის ცნობით, პორტუგალიელი 100%-ით მზად არაა და ინდივიდუალურად ვარჯიშობს. ამის გამო კი, შესაძლოა უახლოესი დაპირისპირება გამოტოვოს.
ტურინელებს რისკზე წასვლა არ სურთ და ამიტომ, პორტუგალიელს დასვენების შესაძლებლობას მისცემენ.
თუმცაღა, ეს საკითხი ბოლომდე გარკვეული არაა და დღეს, ყველაფერი გადაწყდება. შესაბამისად, გაირკვევა ითამაშებს თუ არა რონალდუ „ატალანტას“ წინააღმდეგ.