მთავარი / სიახლეები / არტური: “ვგრძნობ, რომ “იუვეში” მოვუმატე”

არტური: “ვგრძნობ, რომ “იუვეში” მოვუმატე”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა არტურმა Sky Sport-თან ისაუბრა. ბრაზილიელმა განაცხადა, რომ ანდრეა პირლოსთან მუშაობა მოსწონს და მასთან ერთად მოუმატა.

„უცნაური ტრავმა იყო, დიდი უიღბლობა. მაგრამ, ამავე დროს გამიმართლა, რომ დიდ კლუბში ვარ, რომელიც დამეხმარა, სტაფმა ყველაფერი გააკეთა, რაც შეიძლება მალე გამოვჯანმრთელებულიყავი. ყველაფერი უნდა გავაკონტროლოთ, მაგრამ მინდა მოედანზე დავბრუნდე. სამედიცინო განყოფილება ჩემზე საუკეთესოდ ზრუნავს, მეც მათთან ერთად ყველაფერს ვცდილობ კარგად გავაკეთო. მივლიან, რომ მალე 100%-ით დავბრუნდე.

ჩემპიონთა ლიგა ჩვენი მთავარი მიზანი იყო, მაგრამ ამის მიღწევა ვერ მოვახერხეთ. სერია A-ს დასრულება ჯერ ადრეა, ჩემპიონატი ისევ ღიაა. თუ სკუდეტოს ან ტალიის თასს მოვიგებთ, სეზონი შეიძლება პოზიტიური იყოს. ყველაფერი დაკარგული არ არი, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე საუბარი ახლაც ცუდად მხდის. უნდა ვისწავლოთ ჩვენს მიერ დაშვებული შეცდომებისგან.

მას შემდეგ, რაც აქ გადმოვედი, უფრო ხარისხიანი და გამოცდილი ფეხბურთელი გავხდი და მადლობა პირლოს უნდა გადავუხადო. ის ჩემთან ყოველთვის უშუალოდ იყო და ბევრს ელოდა. დღეს მე ბევრად კარგი ვარ რგოლებს შორის, უკეთ მივდივარ წინ, მომწონს მასთან მუშაობა“,- თქვა არტურმა.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში 24 თამაში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …