მთავარი / სიახლეები / სერია A / ანდრეა პირლო: “სეზონის ბოლომდე ყველა თამაშის მოგება შეგვიძლია”

ანდრეა პირლო: “სეზონის ბოლომდე ყველა თამაშის მოგება შეგვიძლია”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ „ბენევენტოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. იტალიელმა აღნიშნა, რომ „ინტერზე“ ზეწოლის მოხდენა შეუძლიათ, რადგან „იუვეს“ სეზონში დარჩენილი ყველა თამაშის მოგება ხელეწიფება.

„ჩვენ შეგვიძლია ყველა თამაში მოვიგოთ და ბოლოსწინა ტურში „ინტერს“ ტიტულისთვის დავუპირისპირდეთ. „ბენევენტოსთან“ შესანიშნავად უნდა ვითამაშოთ, რადგან ფუნდამენტური თამაში ჩვენი სეზონისთვის. ამ გუნდმა იცის როგორ ითამაშოს კარგად და ამიტომ, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ.

დიბალა ხვალ არ ითამაშებს. იმედი გვაქვს, რომ სანაკრებო პაუზის შემდეგ დაგვიბრუნდება. მანამდე ორი კვირაა და იმედია, გამოჯანმრთელდება. მას არ აქვს ათლეტური პრობლემა, რადგან კარგად ვარჯიშობს, პრობლემა მდგომარეობს მოძრაობის შეცვლაში, როდესაც ბურთს ურტყამს, ამ სიტუაციებში ის კვლავ დისკომფორტს გრძნობს. ვიმედოვნებთ, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში გამოკეთდება და გამოჯანმრთელდება. ის ძალიან გვაკლია, რადგან პრაქტიკულად ამ სეზონში ვერ გამოვიყენეთ.

დიახ, ჩვენ ვიცით, რომ შეგვიძლია „ინტერზე“ ზეწოლამოვახდინოთ, თუნდაც იმიტომ, რომ ისინი ამ ტურის მატჩს ტოვებენ და ამიტომ გვაქვს ჩამორჩენის შემცირების საშუალება. თუმცა, ეს ჩვენზეა დამოკიდებული, უნდა გავაკეთოთ და ჩვენზე საკუთარ თავზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებული.

პირველ რიგში მინდა, თამაშები მოვიგოთ, შემდეგ თამაშის ხარისხის ზრდა დავინახო. ახლა უფრო მეტი დრო გვაქვს მუშაობისთის და ისეთი რაღაცების მისინჯვისთვის, რაც აქამდე კარგად არ გაგვიკეთებია.

რონალდუ? ბედნიერები ვართ, რომ ჩვენთანაა. მომავალზე არ ვფიქრობთ, რადგან სეზონის შუაში ვართ, ამიტომ, ამ მომენტში კონცენტრაცია სეზონზე უნდა მოვახდინოთ. მას უამრავი გოლი აქვს გატანილი და ის არის ფეხბურთელი, რომლის შესახებაც ვერასდროს იმსჯელებენ.

ინძაგისთან ამ დღეებში არ მისაუბრია, მაგრამ ჩვენს შორის დიდი სიყვარული და პატივისცემაა. წლები ერთად გავატარეთ და ბევრი ტიტული მოვიგეთ. შესაბამისად, ყოველთვის მეგობრები ვიქნებით. ის კარგი მწვრთნელია და კარგად მუშაობს.

მორატა კარგადაა. კალიარიში ცოტათი დაიღალა, მაგრამ საქმე კარგად გააკეთა. ხვალ ძირითადში იქნება, ისევე როგორც კულუშევსკი. ის ამ სქემაში კარგად ადაპტირდა „კალიარისთან“ მატჩში და ამიტომ, ისევ ვენდობი. როდესაც ყველა კარგადაა, ვცდილობთ ორივე ფლანგიდან შევუტიოთ. მყავს გარემარბები, რომელთაც საქმის კარგად შესრულება შეუძლია და მინდა ამით ვისარგებლო.

გუნდთან მხოლოდ ახლა არ მისაუბრია, არამედ კაგა ხნის წინ. თითოეულ თამაშს ვაანალიზებთ და იმას, თუ რა შეიძლება მომავალში გველოდოს. ყველაფერი დამოკიდებულია არა მხოლოდ ჩვენზე, არამედ სხვა გუნდებზე, მაგრამ შანსი გვაქვს ყველა თამაში მოვიგოთ და შესაბამისად ზეწოლა უნდა მოვახდინოთ მათზე. ვმუშაობთ და დარწმუნებული ვართ, რომ ყველა მატჩის მოგება ჩვენზეა დამოკიდებული.

„ინტერის“ თამაშის გადადება? ეს უნდა მივიღოთ, როგორც სხვა გადაწყვეტილებებს ვეგუებით. ჩვენ, ისევე როგორც სხვა გუნდები კოვიდინფიცირებულით ვთამაშობდით. ამჯერად სხვა გადაწყვეტილება მიიღეს. თუმცა, ამას მივიღებთ. რა თქმა უნდა, „ინტერს“ გაუმართალ, რადგან დაავადებულებს საშუალება აქვთ გამოჯანმრთელდნენ სანაკრებო პაუზის დროს თამაშის გამოტოვების გარეშე და სანაკრებო შეკრებაზე ფეხბურთელების გაშვებაც აკრძალული აქვთ. ეს მათ საშუალებას მისცემს მათ კარგად ივარჯიშონ. ძალიან გაუმართლათ.

პრობლემები, რომელიც იტალიურ ფეხბურთს საერთაშორისო დონეზე აქვთ, 360 გრადუსით უნდა დავინახოთ. ბოლოს ჩემპიონთა ლიგა იტალიურმა გუნდმა 10 წელზე დიდი ხნის წინ მოიგო. მე ამაზე ბევრი ვისაუბრე ხელმძღვანელებთან, მენეჯერებთან, რადგან გვჭირდება პროექტი, რომ დავბრუნდეთ ევროპაში კონკურენტუნარიანი და ისე მოვემზადოთ, რომ მომავლისთვის ევროპაში ძველი დონე დავიბრუნოთ.

შეტევის დაცვიდან წამოწყება? ამაზე ბევრს ლაპარაკობენ. ჩემთვის ამ სტილის უპირატესობები აღემატება უარყოფით მხარეებს, რადგან როდესაც უკნიდან იწყებ შეტევას, დიდი შანსი გაქვს პრესინგი დაძლიო და მეტოქის ნახევარზე ნაკლები მოწინააღმდეგის გარემოცვაში იყო. თუ ერთი-ერთზე გეთამაშებიან, მაშინ უფრო სწრაფი უნდა იყო. ეს დამოკიდებულია მომენტებსა და სიტუაციებზე. მაგრამ სიფრთხილე საჭიროა. მაგალითად „ატალანტას“ გაშვებული გოლი „რეალთან“ არ იყო უკნიდან შეტევის დაწყების მცდელობის მიზეზი, არამედ არასწორი ბურთის ატანა იყო.

არტური? ის უკეთაა. ამ მომენტში ის არის რეჯისტა, მაგრამ მომავალში შეიძლება ნახევარდაცვაში სხვა ფუნქცია მივცეთ. მაკკენი? ისიც უკეთ არის. მას რამდენიმე დღე ჰქონდა გამოსაჯანმრთელებლად და ფიზიკურად გაუმჯობესდა. კვირის განმავლობაშ კარგდ ვარჯიშობს და უკეთ დაისვენა“, – თქვა პირლომ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ბენევენტოს“ მატჩი 21 მარტს, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …