ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი არტური ტრავმირებულია. მას მარჯვენა ფეხი აქვს დაზიანებული და სიტუაციის შეფასება დღითიდღე მოხდება. ამდენად, „ნაპოლისთან“ მისი თამაში გამორიცხულია და შესაძლოა ვერც „პორტუსთან“ ითამაშოს.
არტურს „ინტერთან“ სათასო მატჩის გაუცდა, ოღონდ სიცხის გამო, ამჯერად კი ფეხმა შეაწუხა. ეს დიდი დანაკლისია, რადგან ბრაზილიელი ბოლო დროს კარგ ფორმაში იმყოფებოდა. გარდა ამისა, საეჭვოა ლეონარდო ბონუჩის თამაშიც შაბათის მატჩში, მას მცირე ტრავმა აქვს.
თავის მხრივ, დანაკლისი „ნაპოლისაც აქვს – ტრავმები აწუხებთ დრის მერტენსს, დიეგო დემეს, ლეშიედ ჰისაის, კოსტას მანოლასს, ხოლო კალიდუ კულიბალის და ფაუზი გულამის კორონავირუსი აქვთ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 13 თებერვალს, 21:00 საათზ დაიწყება.