ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ Sky Sport-ს მცირე ინტერვიუ მისცა და საინტერესო თემებზე ისუაბრა. ის ანდრეა ანიელისა და ანტონიო კონტეს დაპირისპირებას, ასევე „ნაპოლისთან“ მოახლოებულ მატჩს შეეხო.
„ანიელის და კონტეს ჩხუბი? დასამატებელი ცოტაა, კადრები თავისთავად ყველაფერზე მეტყველებს. ის, რაც მოხდა, ცუდია, მაგრამ ვერ შევაფასებ რატომ მოხდა ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის უნდა ვიყოთ მაგალითი, მაგრამ გარკვეულ სიტუაციებში ზოგჯერ რთულია.
სპორტში, სადაც არის ადრენალინი დიდია, შეიძლება უსიამოვნო ეპიზოდებიც შეგხვდეთ. ეს იმანაც გაამძაფრა, რომ სტადიონები ცარიელია და მიკროფონები იქვა დამონტაჟებული. ნაკლებად უნდა გავუსვათ ხაზი იმას, რაც ხდება. მე წინააღმდეგი ვარ იმის, რამაც შეიძლება ჩხუბი ან დისკუსია გამოიწვიოს, იქნება ეს მოედანზე თუ ოფისში. ვცდილობთ უფრო ფრთხილად ვიყოთ, მაგრამ ამაში ახალი არაფერია.
გატუზო? შემიძლია ვთქვა, რომ გამიმართლა, რომ მასთან ვმუშაობა, რადგან ის ძალიან დამეხმარა, ის და მისი სტაფი. ნამდვილად დიდი მწვრთნელია და შესანიშნავი სტაფი ჰყავს, განსაკუთრებით ადამიანური თვალსაზრისით და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. მე მას ყოველთვის საუკეთესოს ვუსურვებ. სუპერთასის თამაში წარსულია, მოვიგეთ, მაგრამ ახლა სხვა „ნაპოლის“ ველოდებით. არ ვფიქრობ, რომ ისინი კრიზისში არიან, ფეხბურთელები აკლიათ, მაგრამ კონცენტრირება ჩვენს მიზანზე უნდა მოვახდინოთ, რომ სახლში 3 ქულით დავბრუნდეთ და კარგი სერია გავაგრძელოთ, რომელიც ბოლო მატჩებში გვაქვს“, – თქვა ბონუჩიმ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 13 თებერვალს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.