ტურინის „იუვენტუსის“ პრეზიდენტი ანდრეა ანიელი „ალიანც სთედიუმიდან“ ანტონიო კონტეს ვარსკვლავის აღებას არ აპირებს.
მიუხედავად იმისა, რომ ტიფოზებმა პეტიცია შექმნეს ამ მოთხოვნით, პრეზიდენტი თვლის, რომ კონტეს წარსულს ვერაფერი წაშლის და მწვავე კონფლიქტის მიუხედავად, რადიკალური ნაბიჯის გადადგმას არ გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ ანიელისა და კონტეს შორის „ინტერთან“ სათასო მატჩში სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რაც ბოლო ორი დღეა იტალიური მედიის მთავარი სასაუბრო თემაა.