ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა არტურმა კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი ერთმანეთს შეადარა. ბრაზილიელი მესისთან ერთად „ბარსელონაში“ თამაშობდა, ახლა რონალდუსთან ერთად „იუვენტუსშია“.
„ყველას თავისი ლიდერობის ჩვენების საკუთარი გზა აქვს. ლეო ამას ჟესტებით აჩვენებს, ეს ბევრს არ ესმის, მაგრამ მოედანზე ამას აჩვენებს თუნცა მხოლოდ ბურთის მიღების სურვილით, გოლის გატანის სურვილით, თამაშის მოგების სურვილით. ამას შეამჩნევ. რონალდუ უფრო მეტს გამოხატავს ხელებით და სიტყვებით. ის ასევე გასახდელში მონაწილეობს აქტიურად. მეტი გრძნობით. ყველასთან კარგად ურთიერთობს და ყველას ესაუბრება. შესაძლოა უფრო მეტად ენის წყალობითაც გვესმის. ჩვენ არ ვართ მეგობრები, რომლებიც ყავაზე ერთად დადიან, მაგრამ კარგი ურთიერთობა გვაქვს.
რომელს ავირჩევდი კაპიტნად? ძნელია. ორივეს შეუძლია მატჩში 5 გოლის გატანა. ისინი შესანიშნავები არიან, მაგრამ მე კრიშტიანუს ავირჩევ, რადგან ერთად ვთამაშობთ“, – თქვა არტურმა.