ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა მარკ იულიანომ იტალიურ მედიასთან „ბებერი ქალბატონის“ შესახებ ისაუბრა. იტალიელი მცველის განცხადებით, „იუვე“ ფრეზე არასდროს თამაშობს და ამ გუნდისთვის იდეალური სათამაშო სქემა 4-3-3 იქნება.
„იუვენტუსის“ არასტაბილური თამაში რამდენიმე მიზეზით აიხსნება. წინაპირობა არის უცნაური სეზონი, რომელიც განპირობებბულია არაოპტიმალური ფიზიკური მომზადები, მჭიდრო კალენდრით, რადგან გუნდური ზრდის საშუალებას არ იძლება. ვნახეთ მოსაწყენი და რთულად შესაფასებელი თამაშები, გუნდები კარგად ვერ ვარჯიშობენ, ამიტომ, შედეგები ზოგჯერ ცუდია.
შეიძლება მოსალოდნელიც იყო, რომ „იუვეს“ გარკვეული სირთულეები ექნებოდა. ადრე თუ გვიან მოხდება, რომ ტიტულს ვერ მოიგებს, რაც შესაძლოა მეტოქეებისთვის განმათავისუფლებელი იყოს. „იუვე“ თამაშს ფრისთვის არასდროს იწყებს. ალბათ, ჩემი პერიოდის „იუვეში“ რამდენიმე თამაში სწორედ ამიტომ წავაგეთ, რომ შეტევაზე უარი არ ვთქვით. ახლა კი, სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე „იუვეს“ არ შეუძლია თამაში მშვიდად დაიწყოს. ვფიქრობ, რომ ამ გუნდისთვის საუკეთესო სქემა 4-3-3 იქნება“, – თქვა იულიანომ.
შეგახსენებთ, რომ მარკ იულიანო “იუვენტუსში” 1996-2005 წლებში თამაშობდა.