ტურინის „იუვენტუსის“ პრეზიდენტი ანდრეა ანიელი იმედოვნებს, რომ მთავრობა ივლისიდან სტადიონებზე გულშემატკივართა ნაწილობრივი შეშვების ბრძანებას გასცემს.
ანიელის სიტყვებს Corriere Dello Sport-ი ციტირებს: „ვფიქრობ, რომ მთავრობამ ივლისში სტადიონების პირველი, ნაწილობრივი გახსნის უფლება უნდა მოგვცეს“.
შეგახსენებთ, რომ იტალიაში სეზონი 13 ივნისს სათასო მატჩებით განახდება, ხოლო სერია A 20 ივნისიდან გაგრძელდება.