„იუვენტუსში“ ჯანლუიჯი ბუფონისა და ჯორჯო კიელინის კონტრაქტები მიმდინარე წლის 30 ივნისს იწურება. თუმცა, ორივესთან ახალი ხელშეკრულების გაფორმება გადაწყვეტილია.
იტალიური მედიის ვარაუდით, ოფიციალურად კლუბმა შესაძლოა ეს 13 ივნისამდე, ანუ იქამდე გამოაცხადოს, სანამ იტალიის თასზე „მილანთან“ თამაშს ჩაატარებს.
ორივე შემთხვევაში კონტრაქტი 1 წლით, 2021 წლის 30 ივნისამდე გახანგრძლივდება. ბუფონი ანაზღაურების სახით 1.5 მილიონ ევროს, ხოლო კიელინი 3.5 მილიონ ევროს მიიღებს.