ტურინის „იუვენტუსის“ პრეზიდენტი ანდრეა ანიელი გულშემატკივრების მოსაზრებას არ იზიარებს და „ალიანც სთედიუმიდან“ ანტონიო კონტეს ვარსკვლავი არ მოიხსნება.
კონტეს „ინტერში“ გადასვლის შემდეგ შეიქმნა პეტიცია, რომ კონტეს ვარსკვლავი სტადიონიდან აეღოთ, თუმცა Tuttosport-ის ცნობით, ანიელი ამ იდეას ემიჯნება.
ანდრეას აზრით, არ შეიძლება გუნდმა დაივიწყოს ის საქმე, რომელიც კონტეს როგორც ფეხბურთელის, იე მწვრთნელის რანგში „იუვესთვის“ გაუკეთებია.