ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა აარონ რემზიმ BBC-სთან ისაუბრა და ტურინში გატარებულ საწყის პერიოდზე გააკეთე კომენტარი.
„არსენალში“ ბევრი დაბნეულობა იყო და ამიტომ მომიწია გადაწყვეტილების მიღება. თუმცა, ახლა მხოლოდ „იუვენტუსზე“ ვფიქრობ. წარმოუდგენელი შესაძლებლობა მაქვს ვითამაშო უზარმაზარ გუნდში. იმედია, დავეხმარები ჩემს თანაგუნდელებს დიდ მიღწევებში.
რონალდუ? ისეთივეა, როგორც სხვები, ძალიან გახსნილია, უშუალო ადამიანია. გუნდში ოჯახური კლიმატია შექმნილი. ყველა მოტივირებულია და ძალიან კონცენტრირებულია თავის საქმეზე.
ჯერჯერობით სარისთან მუშაობა ფანტასტიკურია. ბევრი ახალი იდეა აქვს და ახალი მითითებები. ძალიან ბევრს ვშრომობთ, რომ ყველაფერი პრაქტიკაში ავსახოთ. ზოგჯერ ეს არ გამოდის, როგორც გვინდა, ზოგჯერ – გამოდის.
დერბი დ’იტალია? „ინტერი“ ამ სეზონში უკეთესი გუნდი გახდა. კონტემ ნამდვილად მოახერხა გუნდის ორგანიზება და ერთი ქულა ჯერაც არ დაუკარგავთ. ძალიან რთული თამაში იქნება, ფანტასტიკური ფეხბურთელები ჰყავთ. ყურადღებით უნდა ვიყოთ და გავითვალისწინოთ ყველა მოთამაშე, რომ მივიღოთ ის შედეგი, რომელიც გვინდა“, – თქვა რემზიმ.