ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ „სპეციასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და გუნდში არსებულ მდგომარეობაზე ვრცლად ისაუბრა.
„სპეციამ დაამტკიცა, რომ სერია A-ს დონის გუნდია და შესანიშნავი სეზონი აქვს. მათ თავიანთი პსესტიჟი დიდ გუნდებთანაც დაადასტურეს და „მილანსაც“ მოუგეს. თუ ვინჩენცო იტალიანოს გავლილი გზის? მე არავის მშურს. გამიმართლა, რომ დაუყოვნებლივ „იუვე“ ჩავიბარე და ძალიან ბედნიერი ვარ. იტალიანოს თავისი გზა ჰქონდა, მისთვის პირველივე წელს „იუვეს“ მწვრთნელობა რომ შეეთავაზებინათ, უკან არ დაიხევდა. ხვალ რთული და მნიშვნელოვანი თამაში იქნება. ვერონაში დაკარგული ქულები უნდა ავინაზღაუროთ სკუდეტოსთვის ბრძოლაში. ინტენსიური თამაშის ჩატარება იქნება საჭირო.
შემადგენლობის არჩევანი ყოველთვის იმაზეა დაფუძნებული, ვინ არის ჩვენს განკარგულებაში, მომდევნო მატჩებზე ფიქრის გარეშე. ახლა ჩემს ხელთ ძალიან ცოტა ფეხბურთელია, არტური თერაპიას აგრძელებს და ეს სიახლე არაა. მაკკენი ბევრი თამაში ჩაატარა, მას დასვენება სჭირდება, მაგრამ ახლა მისი წვლილის შეტანა გვჭირდება, გარკვეული დროით მაინც. ფაჯიოლის ნაწლავის პრობლემა ჰქონდა და დღეს არ უვარჯიშია, ვიმედოვნებთ, რომ ხვალ ხელმისაწვდომი იქნება, მაგრამ ძირითადში ალბათ სადებიუტო თამაში ხვალ არ ექნება. დანილო გვიბრუნდება, რომელიც საშუალებას მაძლევს სხვადასხვა სქემით ვითამაშოთ. ვნახოთ იქნება თუ არა სათადარიგო სკამზე მორატა. კიეზა თავდამსხმელად? არა, რადგან ფლანგელებიც არ გვყავს. კიეზა ფლანგზე კარგად თამაშობს და იქ გააგრძელებს.
რა თქმა უნდა, ამ ეტაპისთვის რამდენიმე ქულით მეტს ველოდი. თავიდან მიზანი ყველა თამაშის მოგება იყო. ვიცით, რომ ბევრი ქულა დავკარგეთ. ყველა წელი ერთნაირი არ არის, ვიცოდით, რომ რთული გზა დავიწყეთ განსაკუთრებულ წელს. ჩვენ შევეცადეთ სუპერკონკურენტული გუნდის შექმნას და ეს გავაკეთეთ, მაგრამ ნამდვილად არ მქონდა გათვალისწინებული ამდენი ტრავმირებული ერთად თუ გვეყოლებოდა. თუმცა, მიზანი არ შეცვლილა, მიუხედავად იმისა, რომ ახლა პირველი ადგილისგან შორს ვართ. თამაშიდან თამაშამდე უნდა მოვიგოთ, სატურნირო ცხრილის ზემოთ და ქვემოთ ყურების გარეშე. მე ნამდვილად არ ვისაუბრებდი სკუდეტოზე, თუ ამის იმედი არ მექნებოდა. ვიცი, რომ ბიჭებს სჯერათ, კარგად ვარჯიშობენ და ეს მამშვიდებს. ვხედავ სულისკვეთებას და სურვილს, რომ მნიშვნელოვან მიზნებს მივაღწიოთ. გუშინ და დღეს ვცდილობდი გუნდში სიმშვიდე შეგვენარჩუნებინა და ფიზიკური და მენტალური ენერგია აღგვედგინა“, – თქვა პირლომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „სპეციას“ მატჩი 2 მარტს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.