ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ „ნაპოლისთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ მისმა გუნდმა იცის რა უნდა გააკეთოს.
„ორი ძლიერი გუნდი დაუპირისპირდება ერთმანეთს. გატუზოს დანიშვნის შემდეგ „ნაპოლი“ ძალიან კარგად თამაშობს და რამდენიმე ძლიერი მხარე აქვს: ბურთის ფლობა, დაცვაში დიდი კონცენტაცია და თითქმის ერთი წელია ერთად მუშაობენ. ჩვენ კომპაქტურად ვთამაშობთ, ვიცით რა უნდა გავაკეთოთ ყოველდთე და რა მიზანი გვაქვს ხვალინდელ თამაშში. ისე მოვემზადეთ, როგორც ყველა მატჩისთვის და მზად ვიქნებით.
„რომასთან“ ექსპერიმენტების გაკეთება საჭირო იყო, რადგან სეზონის მიმდინარეობისას გვიწევს ამის გაკეთება, ვინაიდან არ გვქონია პრესეზონი. „ჯალოროსისთან“ შეტევაში სივრცეები ვერ შევქმენით. მორატა? ვფიქრობდით, რომ იმ მატჩისთვის იდეალური თვისებები ჰქონდა და ცუდად არ უთამაშია, ჩვენი ფეხბურთისთვის ფუნქციური მოთამაშეა და გამიზნულად ვიყიდეთ. ვიცით, რომ ძლიერი ფეხბურთელია.
არტურმა შესაძლოა ძირითადში ითამაშოს, დიბალას დიდი ხანია არ უთამაშია და დასაბრუნებლად გარკვეული პერიოდი სჭირდება. შევაფასებთ სიტუაციას და გავიგებთ რამდენი დრო დაეთმობა ხვალ. კუადრადო და ფრაბოტა პოტენციურად ძირითადის ფეხბურთელები არიან, გადაწყვეტილებას ხვალ მივიღებთ. რონალდუ? მშრომელია, პირველი მოდის ვარჯიშზე და ბოლო მიდის.მას დიდი ენთუზიაზმი აქვს და ეს ყველა თამაშში ჩანს. ძალიან კარგად დაიწყო და ცხადია იმედი მაქვს, რომ ასე გააგრძელებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ის „რომასთან“ ძალიან ბევრს დარბოდა, როდესაც 10 კაცით დავრჩით, ეს ყველასთვის შესანიშნავი მაგალითი უნდა იყოს.
კიეზა? ვნახოთ შევძლებთ თუ არა ორშაბათამდე რამის მოქმედებას, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. პარატიჩი მუშაობს სატრანსფერო ბაზარზე.
ჩემპიონთა ლიგა? კარგი ჯგუფია, რადგან „ბარსელონასთან’ თამაში ყოველთვის კარგია და ზრდის პასუხისმგებლობასდა მოთამაშეებში კონცენტრაციას. გრაფიკი რთული იქნება, მაგრამ კიევში პირველი მატჩის ჩატარება, სადაც ზამთარი ჯერ კიდევ არ არის, კარგია.მომხიბლავი ჯგუფია და ველოდებით დაწყებას“, – თქვა პირლომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ნაპოლის“ მატჩი 4 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.