ტურინის „იუვენტუსში“ კორონავირუსის ორი შემთხვევა გამოვლინდა. როგორც ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, დაინფიცირებულთა შორის არ არიან ფეხბურთელები, არც ტექნიკური და სამედიცინო პერსონალის წევრები.
ვირუსი კლუბის ორ თანამშრომელს აქვს. გუნდი მათ შორის ფეხბურთელები კარანტინში გადავიდნენ და გარეკონტაქტი შეზღუდული ექნებათ მომდევნო ტესტირებამდე.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ ხვალ „ნაპოლის“ უნდა დაუპირისპირდეს, სადაც ორ ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა.