მთავარი / სიახლეები / სერია A / ანდრეა პირლოს პრესკონფერენცია “ნაპოლისთან” მატჩამდე

ანდრეა პირლოს პრესკონფერენცია “ნაპოლისთან” მატჩამდე

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ „ნაპოლისთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, ნეაპოლში მხოლოდ გამარჯვებისთვის მიდიან.

„სუპერთასის სტილის თამაში იქნება, ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი. „ნაპოლი“ – „იუვე“ ყოველთვის დიდი თამაშია, დაძაბულობა იქნება. ჩვენ კარგ პერიოდში ვართ, ისინი ცოტათი ნაკლებად. გატუზოს გათავისუფლება ემუქრება? ჩვენს სამსახურში შეიძლება გარკვეული სიტუაციები შეიქმნას, შეიძლება ერთს მეორეზე ნაკლები პრობლემები და სირთულეები ჰქონდეს. ვწუხვარ რინოს გამო, მაგრამ მე ჩემს პრობლემებზე უნდა ვიფიქრო. ჩვენი მიზანია კარგად ვითამაშოთ და საუკეთესო შედეგს მივაღწიოთ. არ ვფიქრობთ რა მოხდა პირველი წრის თამაშთან დაკავშირებით, მნიშვნელობა არ აქვს, რომ ჯერ მეორე წრის თამაშს ვთამაშობთ. ნეაპოლში სამი ქულისთვის მივდივართ. ზოგჯერ შეიძლება გამაღიზიანებელი სიტუაცია შეიქმნას, მაგრამ ჩვენ ამან ყურადღება არ უნდა გაგვიფანტოს.

არტურს დაზიანბა აწუხებს და საჭირო იქნება, რომ მას ყოველდღე დავაკვირდეთ. დიბალასაც მუხლზე მცირე ტკივილები ისევ აქვს და ვიმედოვნებ, რომ მათგანი, რაც შეიძლება მალე დაგვიბრუნდება. ბონუჩიმ დღეს ჩვენთან ივარჯიშოა, მაგრამ ჯერ კიდევ გადასაწყვეტია ნეაპოლში წამოვა თუ არა, იგივე ეხება რემზისაც. მორატა უკეთაა, კარგად რომც არ ყოფილიყო, სათადარიგო სკამზე მაინც იქნებოდა. ახლა უნდა გადავწყვიტოთ ძირითადში იქნება თუ არა, რადგან წინ ჩემპიონთა ლიგის მატჩი გვაქვს. მნიშვნელოვანია ძალების განსაზღვრა და განაწილება. ჩვენ ბევრი სირთულეები გვქონდა „ინტერთან“ და ძალების აღდგენა საჭიროა.

სკუდეტოს მოსაგებად 80 ქულაზე მეტი ნამდვილად დაგვჭრდება. არმგონია რომელიმე გუნდმა ის ტემპი შეინარჩუნოს, რაც სეზონის დასაწყისში ჰქონდა. ჩვენი თამაშის ფილოსოფია? იგივე რჩება, მაგრამ ბოლო მატჩებში ცოტა განსხვავებულად თამაში ვარჩიეთ. ეს იყო ჩემი არჩევანი, მეტოქის საფუძველზე და იმის გათვალისწინებით, რომ სამ დღეში ერთხელ თამაშით ყოველთვის საუკეთესოდ ვერ ითამაშებ. მაგრამ, სურვილი იგივეა, რომ ჩვენ ვდომინირებდეთ თამაშში და მაღალ პრესინგს ვაკეთებდეთ“, – თქვა პირლომ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 13 თებერვალს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …