ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი არტური ტრავმირებულია, მაგრამ ყველაზე ცუდი ის არის, რომ მოედანზე მისი დაბრუნების თარიღზე მედიკოსებმა ჯერ პასუხი არ იციან და უცნობია, რა პერიოდით იუქმებს. ცნობილია, რომ ბრაზილიელს თავი ჯერ კიდევ ძველმა ტრავმამ შეახსენა, რომელიც დეკემბერში „ატალანტასთან“ მიიღო.
არტური ვერ ითამაშებს „ნაპოლისთან“ და „პორტუსთან“, თითქმის გამორიცხულია მისი მოედანზე ყოფნა „კროტონესთან“ და „ვერონასთან“ მატჩებშიც.
ანდრეა პირლო იმედოვნებს, რომ სამხრეთ ამერიკელი, რომელიც ბოლო დროს კარგ ფორმაში იყო, მის განკარგულებაში მარტის დასაწყისში მაინც იქნება. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ ეტაპზე სარეაბილიტაციო პერიოდის ხანგრძლივობაზე მსჯელობა შეუძლებელია.
იმავე პირლოს განცხადებით, არტურის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უნდა შეფასდეს და ამის შემდეგ გამოჩნდება რეალური სურათი, როდის დაუბრუნდება გუნდს.
შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში არტურმა ადაპტაციის პრობლემები უკან მოიტოვა და კარგ ფორმაშიც იყო, მაგრამ ახლა დაზიანების გამო ლაზარეთში გადანაცვლება მოუწია.