მთავარი / სიახლეები / სერია A / ანდრეა პირლოს პრესკონფერენცია “მილანთან” მატჩამდე

ანდრეა პირლოს პრესკონფერენცია “მილანთან” მატჩამდე

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ „მილანთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა და კმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელია და არჩევანის გაკეთების საშუალება აქვს.

„პირველ რიგში ქალთა გუნდს რიტა გუარინოს ვულოცავ ჩემპიონობას, ყველანი ბედნიერები ვართ. ხვალინდელი მატჩი ტაქტიკური არ იქნება და გახსნილი თამაში გამოვა, ძალიან ლამაზი. საბედნიეროდ ჩემს განკარგულებაში მთელი შემადგენლობაა, რაც დადებითი სიახლება, ფართო არჩევანი მაქვს, ვინ უნდა ვათამაშო. ოთხი ცენტრალური მცველი მყავს, ორს შემდეგი მატჩის გამოტოვების საფრთხე აქვს ყვითელი ბარათის შემთხვევაში და ამან შეიძლება საბოლოო არჩევანზე გავლენა მოახდინოს. გვინდა ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება მოედანზე და არ ვუყურებთ იმას, რა ხდება მოედანს მიღმა.

კრიშტიანუს ყველასთან კარგი ურთიერთობა აქვს, უდინეში მეორე გოლის ზეიმი არის ზუსტად ის სულისკვეთება, რაც გვსურს. რაბიო ძირითადში იქნება, მან ერთი დღით მეტი დაისვენა და შეუძლია გუნდს კარგად დაეხმაროს. დონარუმა? საბედნიეროდ, ეს ჩემი პრობლემა არ არის, მაგრამ „მილანის“ არის, მე ის მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ მიმაჩნია.

არასწორია იმის თქმა, რომ შჩესნი ბოლო დროს სუსტად თამაშობს. ის მშვიდად და კონცენტრირებულია, ბედნიერები ვართ მისი თამაშით და ხვალაც ითამაშებს. მორატა? კარგადაა, მას შეუძლია თამაში“, – თქვა პირლომ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „მილანის“ მატჩი 9 მაისს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …