ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ „ვერონასთან“ (1:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომმისმა გუნდმა გაშვებული გოლის შემდეგ კარგი რეაქცია გამოავლინა.
თუმცა, ანდრეა ფიქრობს, რომ სწორი რეაგირებისთვის აუცილებელი არაა გუნდმა მტკივნეული დარტყმა მიიღოს (გოლი გაუშვას).
„პირველ ტაიმში ძალიან ბევრს ველოდებოდით მეტოქეს და აგრესიულები არ ვიყავით, მიუხედავად იმისა, რომ შესაშნავი საგოლე შანსები გვქონდა. მათი გოლის შემდეგ რეაგირება მოვახდინეთ, მაგრამ რეაგირებისთვის საჭირო არაა ალიყურის მიღება.
ზედიზედ ექვსი თამაშის შემდეგ კულუშევსკის დასვენება გადავწყვიტე, მაგრამ ის ერთადერთი შემცვლელი იყო, მის გარდა სკამზე პატარა ბიჭები ისხდნენ. ძალიან კარგად ჩაერთო. დიბალა არ ელოდა, რომ 90 წუთს ითამაშება, მაგრამ ეს მოახერხა და დადებითი ამბავია.
ბონუჩი და კიელინი? ვნახოთ შეძლებს თუ არა ორივე „ბარსელონასთან“ მატჩისთვის გამოჯანმრთელებას. ლეომ კიევში იგრძნო ტკივილი, ვნახოთ დაველოდებით ექიმებს. ვიცოდით, რომ ეს უფრო რთული მატჩი იქნებოდა, ვიდრე კიევში. განსაკუთრებით „ვერონას“ ინტენსივობიდან გამომდინარე. კარგი იქნება, რომ თამაში თავიდანვე სერიოზული განწყობით დავიწყოთ.
რონალდუ? მას შეუძლია როგორც დიბალასთან ერთად, ისე მორატასთან თამაში. მისი პოზიცია არის მარცხენა ფლანგზე, ოღონდ ცენტრალურ თავდამსხმელთან ახლოს“, – თქვა პირლომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩი 28 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონასთან“ გამართავს.