ტურინის „იუვენტუსს“ დაცვაში სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს. „ვერონასთან“ ლეონარდო ბონუჩიმ ტრავმა მიიღო და ბოლო 15 წუთი ცენტრალურ მცველად მერიჰ დემირალთან წყვილში დანილომ ითამაშა.
ბონუჩის დაზიანების ხარისხი უახლოეს ხანში სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ გახდება ცნობილი. ტრავმირებულია ჯორჯო კიელინიც, ხოლო მატიას დე ლიხტმა ახლახან დაიწყო ვარჯიში და ჯერჯერობით არის თუ არა სათამაშოდ მზად უცნობია. მოგეხსენებათ, ტრავმა აქვს ალექს სანდროსაც მისი დაბრუნება დაახლოებით ერთ თვეშია ნავარაუდევი.
აქვე გეტყვით, რომ „ბარსელონასთან“ მატჩამდე კი სულ რაღაც ორიოდ დღეა დარჩენილი.