ტურინის „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ დაადასტურა, რომ პაულო დიბალასთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს. თუმცა, ისიც არ დაუმალავს, რომ ჯერ შეთანხმება მიღწეული არაა.
„ორივე მხრიდან, „იუვენტუსისგან“ და ფეხბურთელისგან აშკარა სურვილია, რომ კონტრაქტი გავაგრძელოთ. ასევე ვსაუბრობთ ორივე მხარისთვის მომგებიან გარიგებაზე. ლოგიკურად, ეს ყველასთვის განსაკუთრებული მომენტია, სხვა საკითხებთან ერთად ბოლო 20 დღიდან 15 დღე სასტუმროში კარანტინში გავატარეთ, შესაბამისად, ვერავის შევხვდით, მაგრამ ყოველთვის ვსაუბრობთ და გავაგრძელებთ საუბარს. ვეცდებით ყველასთვის საუკეთესო გამოსავალი ვიპოვოთ“, – თქვა პარატიჩიმ.
შეგახსენებთ, რომ პაულო დიბალას „იუვენტუსთან“ კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.