მთავარი / სიახლეები / ანდრეა პირლო: სანდრო ტონალი უფრო სრულყოფილია

ანდრეა პირლო: სანდრო ტონალი უფრო სრულყოფილია

იუვენტუსის ყოფილი ნახევარმცველი ანდრეა პირლო ამტკიცებს, რომ სანდრო ტონალი მას არ ჰგავს, და ახალგაზრდა იტალიელი უფრო სრულყოფილი ფეხბურთელია.

ბოლო კვირების განმავლობაში, ბრეშიას 20 წლის ნახევარმცველი ასოცირებული იყო იუვენტუსთან, ინტერთან და მილანთან და მისი გამოჩენის შემდეგ ბევრმა პარარელი გაავლო ანდრეა პირლოსთან, რომელმაც თავის დროზე სამივე იტალიური გრანდის მაისურის მორგება მოახერხა.

”ისინი ამბობენ, რომ შეიძლება ტონალი ჩემი მემკვიდრე იყოს, ჩემი აზრით, როგორც ფეხბურთელი, ის არ მგავს მე. მომწონს ის გრძელი თმის და ბრეშიაში თამაშის გამო.

ჩემთვის, ის სხვა ტიპის მოთამაშეა, ბევრად უფრო სრულყოფილი, როგორც დაცვაში, ისე შეტევის ფაზაში. ეს არის ნაზავი ჩემსა და სხვა ფეხბურთელებს შორის. ის, რა თქმა უნდა, ყველაზე პერსპექტიული ნახევარმცველია იტალიაში.

მე მას ვერ ვხედავ მემკვიდრედ, რადგან განსხვავებულად თამაშობს, მაგრამ ის ნამდვილად გახდება შესანიშნავი ფეხბურთელი.” – განაცხადა ანდრეა პირლომ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …