ადირენ რაბიოს ტურინში დაბრუნებასთან დაკავშირებული ინციდენტი როგორც ჩანს ამოიწურა. ფრანგული RTL France-ს ინფორმაციით, ფეხბურთელმა კლუბს აცნობა, რომ ტურინში ოთხშაბათს დაბრუნდება.
შედეგად, პრობლემა მოგვარებულია. რაბიო სავალდებული 14-დღიან კარანტინს გაივლის და სახლის პირობებში ინდივიდუალურად მოემზადება.
მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლება გუნდთან ერთად ვარჯიში. შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს მედიაში გავრცელებული ცნობებით, რაბიო ხელფასის შემცირების გამო იტალიაში დაბრუნებაზე უარს ამბობდა.