„მუდამ შენს გვერდით ვიქნები, შენით არასდროს დავიღლები, ყველაზე ლამაზი ხარ, რაც არსებობს“, – ასე ამამონარიდია ალესანდრო დელ პიეროს გამოსამშვიდობებელი წერილიდან.
დელ პიერო ძალიან კარგად იცნობს „იუვეს“, რადგან კლუბს არაერთი წელი მიუძღვნა, ისევე როგორც კლუბმა მას. ის დროთა განმავლობაში სლოგანი გახდა, რომელიც მოდიდან არასდროს გადასულა.
„პინტურიკიო“, როგორც ალესანდროს ჯოვანი ანიელიმ შეარქვა, „ბინაკონერის“ ფანებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი კაპიტანია, დაუსრულებელი სიყვარული. წარმატების ეიფორიიდან სერია B-ს კოშმარამდე… მოკლედ, მართლაც ისეა, როგორც ალექსმა თქვა: „ნამდვილი რაინდი თავის ქალბატონს არასდროს ტოვებს“.
2012 წლის 13 მაისს, „იუვენტუსი“ – „ატალანტას“ საფინალო სასტვენი მშვენიერ მოგონებას წარმოადგენს, მაგრამ ამავდროულად – მწუხარებასაც.
მშვენიერი, რადგან აცნობიერებ ალექსსა და „იუვეს“ შორის არსებულ ჭეშმარიტ, გულწრფელ სიყვარულს. ამავე დროს მწუხარე ბევრი ცრემლისთვის, რომელიც ნათლად ასახავს დელ პიეროსადმი სიყვარულს.
დომიმანტ „იუვემდე“ იყო ანტონიო კონტეს გუნდი, რომელმაც სკუდეტოსთვის ბრძოლაში მოულოდნელად უფრო ძლიერი მასიმილიანო ალეგრის „მილანი“ დაამარცხა და სკუდეტო მოიპოვა. იმ სეზონში ალექსს თავისი 10 ნომრით არ ჰქონია წამყვანი როლი, მაგრამ გუნდისთვის მაინც ფუნდამენტური იყო. ნახეთ მისი გადამწყვეტი ჯარიმა „ლაციოს“ წინააღმდეგ. ეს არის საჩემპიონო გოლი, რამაც გადაწყვიტა იმ სეზონის ბედი – დელ პიერომ ისევ მთავარი სიტყვა თქვა, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო სეზონში დიდი სათამაშო დრო არ ეთმობოდა.
2012 წლის 13 მაისს „იუვენტუსმა“ უკვე ჩემპიონის რანგში „ატალანტას“ უმასპინძლა და შემადგენლობა ასეთი იყო: სტორარი, ლიხშტაინერი, ბონუჩი, კიელინი, ესტიგარიბია, პადოინი, პირლო, მარონე, ჯაკერინი, ბორიელო, დელ პიერო.
ანგარიში მარონემ გახსნა, მაგრამ მთავარი ცოტა ხანში მოხდა. საჯარიმოს მისადგომებიდან „ატალანტას“ მეკარე ფრეცოლინისთვის დელ პიეროს დარტყმა აუღებელი გამოდგა. მესამე გოლი სერია A-ს სეზონში. შემდეგ ვხედავთ სტადიონზე ჩახუტებას, ცრემლებს, ემოციებს, როდესაც ისშეცვალეს…
„იუვემ“ „ატალანტა“ 3:1 დაამარცხა, ანგარიში, რომელიც ბარძალის პენალტით და ლიხშტაინერის ავტოგოლით დაფორმატდა. საბოლოო ჯამში ეს თამაში იყო ფინალების ფინალი: 705 თამაში, 290 გოლი. მითის მიღმა, ლეგენდის მიღმა, გარშემო – დელ პიერო!