ლეგენდარული ანდრეა პირლო აარონ რემსის „იუვენტუსში“ შესაძლო გადასვლის ფაქტს ეხმაურება. „მაესტროს“ განცხადებით, თუ ასე მოხდა, „იუვეს“ რიგებს კიდევ ერთი შესანიშნავი ფეხბურთელი შეემატება.
„რემსი ძალიან კარგი შენაძენი იქნება და „იუვენტუსი“ კდიევ ერთ ძლიერ ფეხბურთელს დაიმატებს, რადგან რემსი დიდი ფეხბურთელია“, – განაცხადა პირლომ Sky Sport-თან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს გავრცელებული ცნობებით, უელსელი და „იუვენტუსი“ პირად კონტრაქტზე შეთანხდნენ. დიდი ალბათობით, რემსი ზაფხულში „იუვეს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება და სეზონში ანაზღაურების სახით 10 მილიონ ევროს მიიღებს.