მთავარი / სიახლეები / კუადრადოს ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა

კუადრადოს ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ხუან კუადრადომ მარცხენა მუხლზე ოპერაცია გაუკეთდა. „ბებერი სინიორას“ ვებგვერდის ინფორმაციით, ქირურგიულმა ჩარევამ წარმატებით ჩაიარა და უახლოეს დღეებში კოლუმბიელი სარეაბილიტაციო კურსს დაიწყებს.

სამხრეთ ამერიკელმა შემტევმა მუხლის ტრავმა 12 დეკემბერს, „იანგ ბოიზთან“ შეხვედრაში მიიღო და თავდაპირველად, ტურინელები იმედოვნებდნენ, რომ კუადრადო ოპერაციის გარეშე მოახერხებდა გამოჯანმრთელებას, მაგრამ ასე არ მოხდა.

ხუანი „იუვენტუსს“ სამი თვის განმავლობაში ვერ დაეხმარება და სავარაუდოდ მინდორს მარტის ბოლოს დაუბრუნდება. შედეგად, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე მისი თამაში გამორიცხულია.

მიმდინარე სეზონში კუადრადომ 16 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …