მთავარი / სიახლეები / მარკო ჯამპაოლო: “იუვე” მხოლოდ რონალდუ არაა”

მარკო ჯამპაოლო: “იუვე” მხოლოდ რონალდუ არაა”

გენუის „სამპდორიას“ მთავარმა მწვრთნელმა მარკო ჯამპაოლომ „იუვენტუსთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. მისი განცხადებით, „იუვე“ ევროპის გამორჩეულ გუნდებშია და „სამპას“ განსაკუთრებული თამაშის ჩვენება დასჭირდება.

„სამპდორიას“ მხოლოდ ბურთის ფლობა არ ეყოფა კარგი მატჩის ჩასატარებლად, რადგან თამაშის რიტმს როგორც წესი „იუვე“ აკონტროლებს და სახიფათო მომენტებს ქმნის. სწორედ ამიტომ, ბურთზე კონტროლი განსაკუთრებულად უნდა დავაწესოთ და მეტოქე უბურთოდ დავტოვოთ. ამაშია ჩვენი შანსი.

„იუვემ“ აქამდე მხოლდო 4 ქულა დაკარგა, შესაბამისად, ბრწყინვალედ თამაში გვჭირდება. ეს არის უძლიერესი გუნდი, როგორც იტალიაში, ისე ევროპაში.

რონალდუ? მის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის სტიმულია და მათ შორის ჩვენი გუნდის მცველებისთვისაც. თუმცა, მხოლოდ რონალდუ არაა და ისეთი ჩემპიონები არიან, როგორებიც მანჯუკიჩი, დუგლას კოშტაა. მეტოქეს საოცრად ძლიერი შეტევის ხაზი ჰყავს“, – განაცხადა ჯამპაოლომ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „სამპდორიას“ შეხვედრა 29 დეკემბერს, თბილისის დროით 15:30 საათზე გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …