ტურინის „იუვენტუსის“ პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ კლუბის აქციონერებს ვრცელი წერილი გაუგზავნა, რომელშიც ძირითადად ფინანსურ საკითხზე ისაუბრა დაიმ პრობლემებზე, რომელიც „იუვეს“ ბოლო დროს მოეძალა და თავი განსაკუთრებით კორონავირუსის პანდემიის დროს იჩინა.
„ძვირფასო იტალიის ჩემპიონებო,
დიდი სიამაყით ვიყენებ ამ ეპითეტს თქვენს მიმართ ზედიზედ მეცხრედ. საფეხბურთო დებატები სწრაფად მოიხმარს ყველა სიახლეს, ყველა თამაშს, ყოველ სეზონს, მაგრამ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ წარმატების ასეთი გრძელია უპრეცედენტოა ევროპის მთავარ ლიგებში. „იუვენტუსი“ წერს ახალ რეკორდს ფეხბურთის ისტორიაში, რეკორდი, რომლის სრულად შეფასება მხოლოდ მაშინ შეიძლება, ისტორიის კანონები ახალ ამბებზე მაღლა დგება. ზედიზედ მეათე სკუდეტო მიზნის პიკია და ეს ჩვენი სურვილიცაა, რადგან ველა ყველა ტურნირი მოვიგოთ, რომელშიც ვმონაწილეობთ, იტალიიის სუპერთასიდან, ჩემპიონთა ლიგამდე, სერია A-დან იტალიის თასამდე.
თქვენს ხელთ არსებული დოკუმენტი წარმოადგენს ახლახან დასრულებული 2019-2020 წლების სეზონის შეჯამებას: ჩვენ არ დავივიწყებთ მას მოულოდნელი და მტკივნეული მოვლენების გამო. კოვიდ-19-მა საშინელი გავლენა მოახდინა მთელ მსოფლიოში. ჩვენი ინდუსტრიული სექტორი იყო და ახლაც არის მათ შორის, რამაც ყველაზე მეტად განიცადა კრიზისი, ყველა თვალსაზრისით. სპორტის ისტორიაში ყველაზე რთული სეზონი დასრულდა და ეს მხოლოდ ყველა დაინტერესებული მხარის, უეფას, ECA-ს, ფედერაციების, ლიგებისა და ერთის მხრივ კლუბების,სპონსორებისა და მაუწყებლების წყალობით, რომლებიც გაზაფხულის თვეებში დაუღალავად მუშაობდნენ 2019-2020 წლების სეზონის დასრულებაზე და ახალი სეზონის დასაწყებად შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად. ბოლოს ფეხბურთი დაბრუნდა და მოთამაშეებს სურეალურ პირობებში თამაში უწევთ, რათა კვლავ დაუბრუნდეს სიხარული მათ, ვინც ჩვენს სპორტს მსოფლიოში ყველაზე ლამაზ სპორტად აქცევს – გულშემატკივრები! მადლობას ვუხდი ჩენს ფეხბურთელებს ტექნიკურ პერსონალთან ერთად, რომლებმაც პასუხისმგებლობსი გრძონა გამოხატეს კლუბის ხელმძღვანელობისა და გულშემატკივრების მიმართ. მადლობა მინდა გადავუხადო „იუვენტუსში“ დასაქმებულ ყველა ქალსა და მამაკაცს, რომლებმაც შეძლეს სწრაფად მორგებოდნენ ახალ სამუშაო კონტექსტს. ჩვენი პარტნიორები, რომლებმაც გაგვიზიარეს სტრატეგიები საერთო სირთულეების ერთად გადასალახად. გარდა ამისა, მადლობა მინდა გადავუხადო ეროვნულ და საერთაშორისო ინსტიტუტებს, რომელთა გადაწყვეტილებებმა ყველა საკლუბო შეჯიბრის ჩატარების საშუალებამოგვცა. ყველა მათგანს გულწრფელი მადლობა.
ბოლო 10 წელი ხასიათდებოდა მსხვილი ინვესტიციებით, რასაც მხარს უჭერდა ყველა ჩვენი აქციონერი, დაწყებული EXOR-ით, რომელმაც შემოსასავალი გაზარდა. ის 172 მილიონით გაიზარდა და 2019-2020 წლებში 573 მილიონ ევროს მიაღწია. იმავე პერიოდში „იუვენტუსმა“ შეძლო დაებრუნებინა აქტუალობა, როგორც მოედანზე, ის მის მიღმა.
2014-2017 წლებში მიღწეული ეკონომიკური ბალანსი გარკვეულმა ფაქტორებმა შეაფერხა. სპორტული კონკურენციის უზრუნველსაყოფად აუცილებელია შემოსავლების კონტროლი და დიდ ყურადღებას მოითხოვს. უსაფრთხოება ჩვენი პრიორიტეტი იყო აქამდეც და ასე იქნება უახლოეს მომავალშიც.
ბოლო წლების ვალდებულება მნიშვნელოვანი იყო და მოლოდინისამებრ შეძლო ზრდა. შემოსავლების ყველა პუნქტმა ორნიშნა პროცენტული ზრდა განიცადა, გარდა ერთისა: სატელევიზიო უფლებები, როგორც იტალიის, ასევე ევროტურნირების თვალსაზრისით. კარგი იქნება გვახსოვდეს, რომ ამ შემოსავლებს უშუალოდ კლუბები არ განიხილავენ, ლიცენზირებულია კანონებისა და წესების თანახმად, სერია A ლიგისა და უეფას მეშვეობით.
სისტემა შექმნილია იმ გზით, რომ გარანტირებული იყოს ჩვენი ფინანსური უსაფრთხოება. ამასთან, ბოლო წლებში აშკარაა შემცირების ნიშნები და მენეჯმენტის გარვეული არაეფექუტორბა. თანამედროვე კომპანიების კარდინალური პრინციპია რესუსრსების კონტროლი. იუვენტუსი აპირებს კორექტივები შეიტანოს კომპანიის განვითარების მოდელში, ასევე მოერგოს სექტორის ახალ რეალობას. ფეხბურთი იცვლება ახალი თაობის სპორტსმენებისა და მომხმარებლების მოსვლით. სამყარო, რომელიც პანდემიის სამართავად გამოსავალს იპოვის, უკვე შეიცვალა და ვითარდება. „იუვენტუსი“ შეძლებს ამას ფეხი აუწყოს. Fino Alla Fine”- წერია ანიელის წერილში.