ალვარო მორატა „იუვენტუსში“ ოფიციალურად დაბრუნდა. სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ კონტრაქტი გაფორმდა და ტურინელებმა ინფორმაცია დაადასტურეს.
ესპანელი „იუვეში“ 2021 წლის ზაფხულამდე იჯარით დარჩება, მაგრამ მხარეებს საიჯარო კონტრაქტის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივებაც შეეძლებათ. „იუვენტუსმა“ „ატლეტიკოს“ 9 მილიონი ევრო გადაუხადა, ხოლო მისი გამოსყიდვა 35 მილიონ ევროდ შეეძლება.
ალვარო „იუვეში“ კვლავ 9-ნომრიანი მაისურით ითამაშებს, რომელიც 2014-2016 წლებში ემოსა და 93 მატჩში 27 გოლი გაიტანა (16 საგოლე პასი).
ამრიგად, ალვარო მორატა 4-წლიანი პაუზის შემდეგ ისევ „იუვენტუსის“ რიგებში ითამაშებს.
More memories ❤️
More victories 💪
More sound 🔊
More lights ✨#MOREMORATA @alvaromorata#LiveAhead pic.twitter.com/VZc9fUMWIs— JuventusFC (@juventusfc) September 22, 2020