ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა თავდამსხმელმა ამაურიმ Tuttojuve-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მატიას დე ლიხტი და მერიჰ დემირალი ლეონარდო ბონუჩისა და ჯორჯო კიელინის ღირსეული მემკვიდრეები არიან.
– სტატისტიკა ამბობს, რომ „ტორინომ“ ბოლო 10 წელიწადში მხოლოდ ერთი თამაში მოიგო. მიმდინარე სეზონში კი, სექტემბრის შემდეგ არ მოუგია.
– სტატისტიკა გარკვეულ მომენტში მნიშვნელოვანია, მაგრამ დერბი ყოველთვის განსხვავებული თამაშია. გარდატეხი მომენტი მოვიდა. „ტორინო“ ყველაფერს დაივიწყებს, როგორც ეს 2015 წელს გააკეთა, როდესაც 20 წლის განმავლობაში პირველად მოიგო.
– ისეთივე ცუდ თამაშს ელოდები, როგორიც შარშან იყო ცუდი და ჩაკეტილი?
– არა, განსხვავებულ თამაშს ველოდები. ჩემი აზრით, კარგი და სასიამოვნო თამაში იქნება, რადგან „იუვენტუსს“ „ინტერი“ კვალში უდგას და ქულების დაკარგვას არ აპირებს. „ტორინოს“ კი ნეგატიური მომენტისგან გამოსვლა სურს, რადგან „იუვენტუსთან“ გამარჯვებამ მათთვის შესაძლოა სეზონი შეცვალოს.
– ფიქრობთ, რომ თავდამსხმელების თამაში იქნება?
– დიახ, მე ყოველთვის ასე ვფიქრობ. დერბიში გატანა ყოველთვის განსაკუთრებულია, მგონია, რომ თავდამსხმელები გოლის გატანით მოწამლულნი იქნებიან.
– „იუვენტუსმა“ ბოლო მატჩები გაჭირვებით მოიგო, გასულ წელთან შედარებით ნაკლებად კონკრეტული ჩანს…
– კონკრეტულობის ნაკლებობა მხოლოდ ერთი მომენტია, თუნდაც იმიტომ, რო შემადგენლობაში არიან ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც თამაშის სურათის შეცვლა ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ. იტალიაში გუნდებს შეუძლიათ თამაშის დროს იტანჯონ, მაგრამ მაინც გაიმარჯვონ. ჩემი აზრით, „იუვენტუსი“ ყოველთვის მაღალი პოტენციალის გუნდია. ევროპაში საუკეთესოებს შორისაა.
– როგორი სისტემა ჯობია, გამთამაშებლით თუ 4-3-3?
– სარის აქვს შესაძლებლობა, რომ სქემა ეფექტურად შეცვალოს. შემი აზრით, ეს დამატებით ორი იარაღია, რომ გუნდმა მოიგოს. თუმცა, პირადად მე მომწონს, როდესაც გუნდი უტევს და ამიტომ, „იუვეს“ ხილვა 4-3-3 სქემით მირჩევნია.
– თუმცა, რონალდუსთვის თითქოს გამთამაშებლით ტაქტიკა უფრო მისაღებია…
– რონალდუს კარიერაში 700 გოლი აქვს გატანილი და ხშირად მარცხენა ფლანგიდან შედის საჯარიმოში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია, განსაკუთრებით ევროპაში.
– იტალიაში ძალიან აკრიტიკებენ, მაგრამ თქვენ რას ფიქრობთ მატიას დე ლიხტის შესახებ?
– ის არის ბიჭი, რომელიც უნდა გაიზარდოს, მისი ხარისხი ძალიან მომწონს. ძირითადი შემადგენლობის წევრია ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში და ნორმალურია, რომ წნეხის ქვეშაა, მაგრამ მის გვერდით ისეთი დიდებული მცველი თამაშობს, როგორიც ბონუჩია. ეს იღბალია, რადგან მას შეუძლია ჯორჯოს მხარდაჭერასაც დაეყრდნოს, როდესაც ტრავმის შემდეგ დაბრუნდება. მასთან და დემირალთან ერთად „ბიანკონერიმ“ ორი დიდი მცველის ღირსეული მემკვიდრეები იპოვნა.
– და ბოლოს, ვინ მოიგებს ხვალ?
– ვისურვებდი ლამაზ თამაშს და როგორც ყოველთვის საუკეთესომ გაიმარჯვებს.