ტურინის „იუვენტუსი“ „ზალცბურგის“ თავდამსხმელ ერლინგ ჰოლანდისთვის ბრძოლაში ფავორიტია. The Guardian-ის ცნობით, ნორვეგიელს ოცამდე გუნდი იწვევს, მათ შორის ევროპული გრანდების უმეტესობა, მაგრამ ფავორიტები „იუვე“ და „მანჩესტერი“ არიან.
„წითელ ეშმაკებში“ ჰოლანდის ტრანსფერის მთავარი ინდიკატორი მისი თანამემამულე ოლე გუნარ სოლსკიაერი გახლავთ. თუმცა, „იუვე“ ჰოლანდით 2018 წლის ზაფხულიდან ინტერესედება და ახლაც მოწინავე პოზიციას ინარჩუნებს, რომ 19 წლის ფორვარდი გადაიბიროს.
ჰოლანდი 40 მილიონ ევროდაა შეფასებული, მაგრამ მოსალოდნელია, რომ ზაფხულამდე მისი ფასი 60 მილიონ ევროს მიაღწევს.
აქვე გეტყვით, რომ ერლიგნმა მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე 3 მატჩში 6 გოლი გაიტანა, ხოლო ავსტრიის ჩემპიონატში 10 შეხვედრაში თავი 12-ჯერ გამოიჩინა.