ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი ფეხბურთელი დავიდე ლანძაფამე Tuttojuve-ს ესაუბრა. ინტერვიუ ძირითად მოახლოებულ ტურინულ დერბის დაეთმო.
– როგორ ვითარდება მოვლენები თქვენს კარიერაში?
– „ჰონვედში“ დაბრუნება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, შეიძლება ითქვას სახლში დავბრუნდი. „ფერენცვაროში“ შესანიშნავი გამოცდილება გახლდათ, მაგრამ ერთი წლის შემდეგ მჭირდებოდა იქ დაბრუნება, რასაც ჩემს მეორე ოჯახად მივიჩნევ. ტრავმის გამო 20 დღე გამიცდა, 4 გოლი გავიტანე, ორი ჩემი ყოფილი გუნდის კარში.
– რა არის თქვენი მიზნები?
– სეზონი კარგად არ დაწყებულა. რამდენიმე თამაში წავაგეთ, მაგრამ ამის შემდეგ ექვს თამაშში 13 ქულა მოვიპოვეთ. მიზანია, რომ სეზონი ოთხეულში დავასრულოთ. ჯუზეპე სანინო ძალიან კარგი მწვრთნელია და ნელ-ნელა ახერხებს ახალ გუნდში ინტეგრირებას, რაც მთელ გარემოს დაეხმარება.
– შენს სახლში, ტურინში შაბათს „ტორინოსა“ და „იუვენტუსის“ დერბია. „გრანატას“ „ბიანკონერისგან“ განსხვავებით 1 თვეა არ მოუგია. როგორი თამაში იქნება?
– „ტორომ“ ცუდად დაიწყო, მაგრამ არც მაინცდამაინც. ის ყოველთვის მებრძოლი გუნდია. ვფიქრობ, წარუმატებელ სტარტზე ევროპა ლიგაზე ასპარეზობამ იქონია გავლენა, ბევრი ენერგია შეალიეს, განსაკუთრებით „ვუვლზთან“ ორ თამაშს. თუმცა არ დაგვავიწყდეს, რომ გუნდს შესანიშნავი მწვრთნელი და ფეხბურთელები ჰყავს.
– დერბი განსხვავებული თამაშია…
– დერბით ყოველთვის ინტენსიურად ცხოვრობენ. ეს არის განსაკუთრებული თამაში, რომელიც სამ ქულაზე მეტად მნიშვნელოვანია. ყველამ ვიცით, რომ „იუვე“ უპირატესობას ფლობს, „ტორინოს“ კი სრულყოფილი თამაშის ჩატარება მოუწევს.
– „იუვენტუსი“ იმარჯვებს, მაგრამ გაჭირვებით. რა აკლია ამ გუნდს?
– „იუვეს“ მაქსიმუმი არ უჩვენებია, მაგრამ პრაქტიკულად მაქსიმალური ქულები დააგროვა. ვფიქრობ ეს მეტოქეებისთვის უფრო შემაშფოთებელია, რადგან თითქმის ყოველთვის იმარჯვებს მოედანზე დომინაციის გარეშე. „ჯენოასთან“ მოედანზე რაბიო, რემზი და დუგლას კოშტა შევიდნენ, სხვებთან შედარებით სათადარიგო სკამზე ძალიან მაღალი ხარისხის ფეხბურთელები ჰყავს. „ინტერი“ კონკურენციას უწევს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში გამოვა, რომ „იუვე“ სხვა კატეგორიაშია.
– დიბალა და ბერნარდეს, თქვენი აზრით, რომელს შეუძლია „იუვეს“ სხვა მედალზე აყვანა?
– ბედნიერი ვარ, რომ პირველ რიგში დიბალას განვითარებას ვხედავ. ის ლიდერად ყალიბდება, მიუხედავად იმისა, რომ სეზონის დასაწყისში თამაში ყოველთვის არ უწევდა. მინდა მას ნამდვილად კომპლომენტები ვუთხრა. ბერნარდესკი ჩემი აზრით, სრულყოფილი და გამოცდილი ფეხბურთელია მის ასაკთან შედარებით. სათამაშო პოზიციების ხშირი ცვლა მას ხელს არ უწყობს, ხოლო ხანდახან უთამაშებლობა მასზე უარყოფითად აისახება. როგორც ყველას ნდობა სჭირდება და არმგონია, რომ მის ხარისხზე დისკუსია არსებობდეს, განსაკუთრებით ნაკრებში ჩატარებული მატჩების შემდეგ.
– თქვენ გითამაშიათ „იუვეს“ ხერხემლებთან, ბონუჩისთან და კიელინისთან ერთად. „ბიანკონერი“ თვეებია ჯორჯოს გარეშე თამაშობს…
– კიელინი შეუცვლელი ფეხბურთელია და დიდი თანხის დახარჯვა არ ნიშნავს, რომ ავტომატურად გყავს ჯორჯოს შემცვლელი. აქ იგულისხმება ლიდერის თვისებები და ის ძალა, რომელიც მას მოედანზე მოაქვს. რუგანი და დე ლიხტი ძლიერი ფეხბურთელები არიან, მაგრამ კიელინისთან საერთო არაფერი აქვთ.
– მაძარიმაც ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე კიელინი მაგალითად მოიყვანა…
– მაძარი ჭკვიანი ადამიანია, ახალგაზრდებს შესანიშნავი მაგალითი მისცა. თუმცა, ვნახე, რომ ეს „ტორინოს“ ქომაგებმა ცუდად გაიგეს და ეს არ უნდა ხდებოდეს. კიელინის ახალგაზრდებისთვის მაგალითად მოყვანა შესაძლებელია.
– დიბალა-იგუაინი-რონალდუს ტრიო იქნება მოედანზე ერთად?
– „რეალში“ ან „სიტიში“ ეს შესაძლებელია, რადგან იქ ბევრი თავდამსხმელით თამაში ჩვეულებრივი მოვლენაა. ეს წონასწორობის საკითხია, თუ თავს გაართმევენ, ერთად თამაშიც შეეძლებათ.
– როგორია დერბი დელა მოლეს პროგნოზი?
– ვფიქრობ, რომ „იუვენტუსი“ მოიგებს, თუმცა, „ტორინო“ იბრძოლებს და „ბიანკონერისთვის“ ადვილი თამაში არ იქნება.
შეგახსენებთ, რომ დავიდე ლანძაფამე ტურინში დაიაბადა და „იუვეს“ აკადემიაში ირიცხებოდა. მთავარ გუნდში კი, 2010-2011 წლების სეზონში ითამაშა.