მასიმილიანო ალეგრიმ შესაძლოა ზაფხულში „პარი სენ ჟერმენი“ ჩაიბაროს და ეს არაა გამორიცხული „იუვენტუსის“ სატრანსფერო გეგმებისთვის მნიშვნელოვანი გამოდგეს.
Tuttosport-ის ინფორმაციით, თუ ალეგრი პსჟ-ს ჩაიბარებს, მირალემ პიანიჩის ტრანსფერს მოითხოვს. ბოსნიელს „ბარსელონას“ უკავშირებენ, მაგრამ „იუვე“ ესპანურ გრანდს ვერ მოურიგდა, რის გამოც შესაძლოა სტრატეგია შეცვალოს და პსჟ-სთან დაიწყოს მოლაპარაკება.
ამ ამბავში „იუვენტუსისთვის“ ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ტურინელები პიანიჩის სანაცვლოდ მარკო ვერატის მოითხოვენ, რომელიც „იუვეს“ ქომაგია.
თუმცა, მარკოს 2012 წლის შემდეგ იტალიაში არ უთამაშია და საერთოდ, სერია A-ში ერთხელაც არ უთამაშია. ჯერჯერობით ეს ბარტერი მხოლოდ ჭორების დონეზეა, თუმცა ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, ცეცხლი უკვამლოდ არ ჩნდება.