ტურინის „იუვენტუსი“ სატრანსფერო პერიოდში თავდამსხმელის დამატებას გეგმავს. მას შემდეგ, რაც პსჟ-მ მაურო იკარდი გამოისყიდა, ეს ვარიანტი საბოლოოდ გამოირიცხა.
„იუვეს“ მთავარი კანდიდატი ისევ „ნაპოლის“ ფორვარდი არკადიუშ მილიკია, თუმცა ნეაპოლელები ფეხბურთელთან შელევას არ გეგმავენ.
Tuttosport-ის ინფორმაციით, ტურინელებს ალტერნატიულ ვარიანტად „ვულვზის“ შემტევი რაულ ხიმენესი ესახებათ. მექსიკელი პრემიერლიგაში ჩინებულად ირჯება და მისი აგენტი ჟორჟე მენდეშია, რომელთანაც „იუვეს“ ბოსებს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ.
თუმცა, მთავარი პრობლემა სატრანსფერო ფასია. ხიმენესი კიდევ უფრო ძვირი ღირს, ვიდრე მილიკი – 60 მილიონი ევრო.