ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ატლეტიკოსთან“ (0:2) მატჩი შეაფასა. მისი თქმით, მეორე ტაიმი საშინელი იყო, თუმცა დასრულებული არაფერია.
„საშინელი მეორე ტაიმი ვითამაშეთ, მათ წინაშე შეცდომები დავიშვით. ვრისკავდით კონტრშეტევებზე თუ დაკარგული ბურთებით. ფაქტია, მეორე ტაიმში კარში არ დაგვირტყამს.
მეორე ტაიმი ძალიან ცუდი იყო და ახლა არაფერი შეგვიძლია გარდა იმისა, რომ წინ მეორე თამაშია. იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ საჭიროა ქამ-ბექზე ფიქრი და თვითრწმენა არ უნდა დავკარგოთ. ადვილი არ იქნება, შესანიშნავი თამაში იქნება საჭირო. მეორე გოლის გაშვების შემდეგაც რისკის ქვეშ ვიყავით და ახლა აზრი აქვს ტირილს“, – თქვა ალეგრიმ.
შეგახსენებთ, რომ საპასუხო მატჩი ტურინში 12 მარტს გაიმართება.