მთავარი / სიახლეები / ახალი კონტრაქტიდან ტრანსფერებამდე: ალეგრის გათავისუფლების მოტივები

ახალი კონტრაქტიდან ტრანსფერებამდე: ალეგრის გათავისუფლების მოტივები

მასიმილიანო ალეგრი და ანდრეა ანიელი ფართო საზოგადოებისთვის ხვალ განმარტავენ მიზეზებს, რატომაც დატოვა ლივორნოელმა სპეციალისტმა პოსტი. თუმცა, იქამდე Gazzetta Dello Sport-ი ამ მოტივებს განიხილავს და საკმაოდ საინტერესო სტატიაც გამოაქვეყნა.

პირველი კვანძი: კონტრაქტის განახლება – ალეგრის ხელშეკრულება 2020 წლის ზაფხულამდე აკავშირებდა. სურდა, რომ ეს ორი წლით გაგრძელებულიყო, რადგან გუნდში თავისი პოზიცია გაეძლიერებინა. გარდა ამისა, მოითხოვდა ხელფასის გაზრდას, ტოპ მწვრთნელებისთვის შესაფერისად (7.5 მილიონი ევროდან დაახლოებით 10 მილიონ ევრომდე). ალტერნატივა იყო სეზონის დაწყება კონტრაქტის ვადის ამოწურვით (ანუ გაუხანგრძლიველბად), რისთვისაც თავად „იუვენტუსიც“ არ იყო მზად. ისევე, როგორც გუნდს არ სურდა მწვრთნელის ეკონომიკური მოთხოვნების დაკმაყოფილება.

ტრანსფერები – ალეგრისა და გუნდის მენეჯმენტს განსხვავებული ხედვა ჰქონდა. მწვრთნელი მიიჩნევდა, რომ აუცილებელი იყო შემადგენლობის ღრმა განახლება, რომ კონკურენტუნარიანობა შეენარჩუნებინა, როგორც იტალიაში, ისე თავიდან გაელაშქრა ჩემპიონთა ლიგისთვის. ნედვედისა და პარატიჩის აზრით კი, გუნდის, რომელიც დომინანატია, შემადგენლობის გაუმჯობესება რთული იქნებოდა და ნედვედმა ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ საჯაროდ ისაუბრა.

კრიტიკა – ალეგრიმ თავი ხელმძღანელობისგან მიტოვებულად იგრძნო მადრიდში, „ატლეტიკოსთან“ წაგების შემდეგ, როდესაც თავს დიდი კრიტიკა დაატყდა. პრეზიდენტს განსაკუთრებით ნედვედი და პარატიჩი არწმუნებდნენ, რომ ცვლილებების დრო იყო.

პერსპექტივები – ალეგრის ასევე არ მოსწონდა ჩემპიონთა ლიგის გამო დიდი ზეწოლა. გასულ კვირაში გაკეთებული განცხადება ამაზე მოწმობდა: „ზოგიერთი ფიქრობს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე თამაში ისეთივეა, როგორც ლივორნოს ბარის ტურნირები“. ალბათ, ის ალბათ, გუნდის ხელმძვანელობასაც გულისხმობდა. ალეგრი ჩემპიონთა ლიგაზე გამართლებას დიდი მნიშვნელობას ანიჭებდა და არ ფიქრობდა, რომ კრიშტიანუ რონალდუს ყოლა საკმარისია ამ ტურნირის მოსაგებად.

მიუხედავად ყველაფრისა, ალეგრიმ 5 დღის წინ თქვა, რომ უკვე 6 თვე ამუშავებდა გეგმას, რომლითაც მომავალი სეზონისთვის უნდა ემუშავა. მაქსმა გარდა მომსველებისა, ხელმძღვანელობას მარიო მანჯუკიჩის, ჟოაუ კანსელუს, პაულო დიბალას, ალექს სანდროსა და დუგლას კოშტას გაყიდვის მოთხოვნაც წაუყენა. როგორც ჩანს, ყველა ზემოხსენებულმა ასპექტებმა ერთობლიობაში მაქსის ტურინული კარიერის დასრულება განაპირობა.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …