მასიმილიანო ალეგრიმ „იუვენტუსიდან“ დათხოვნის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. მაქსი ვრცელ კომენტარს ხვალ სპეციალურად ჩანიშნულ პრესკონფერენციაზე გააკეთებს, იქამდე კი, საკმაოდ ლაკონური იყო:
– ექვსი თვე მუშაობდით მომავლის გუნდის აშენებაზე და ამის შემდეგ რა მოხდა?
– როგორ ექვსი თვე? 5 წლის განმავლობაში ხდებოდა ეს ყველაფერი! ასეა, ცხოვრება გრძელდება.
– სინიორ ანიელის არ უნდოდა ფული მოეცა, რომ ახალი გუნდი აგეშენებინათ?
– არა, არა, არა, აბსოლუტურად.
– სად მიდიხართ?
– სახლში. ახლა სახლში, მერე ზღვაზე.
– ვინ შეგცვლით?
– ეს არ ვიცი, ერთი ადამიანი იქნება ასეთი, მაგრამ ვინ არ ვიცი. ყველაშემთხვევაში დიდი მწვრთნელი შეირჩევა, რადგან „იუვე“ დიდი კომპანიაა. საოცარი სიყვარულის 5 წელი იყო, ჩემთვის 5 წელი ძალიან ბევრია.