მთავარი / სიახლეები / ალეგრის შთამბეჭდავი ციფრები “იუვენტუსში”

ალეგრის შთამბეჭდავი ციფრები “იუვენტუსში”

ტურინის „იუვენტუსს“ მასიმილიანო ალეგრი კიდევ ორ მატჩში გაწვრთნის და შემდეგ გუნდს დატოვებს. ეს ცნობა უკვე ოფიციალურია. ახლა შეგვიძლია ალეგრის ნამოღვაწარი უფრო დავწრილებით გავიხსენოთ.

269 თამაში

მასიმილიანო ალეგრის თავკაცობით „იუვენტუსმა“ განვლილ 5 წელიწადში 269 თამაში ჩაატარა ყველა ტურნირის ჩათვლით. სტატისტიკა ასეთია:

ჯამში – 269 თამაში, 191 მოგება, 42 ფრე, 36 წაგება

სერია A -188 თამაში, 142 მოგება, 27 ფრე, 19 წაგება

ჩემპიონთა ლიგა – 54 თამაში,  29 მოგება, 13 ფრე, 12 წაგება

იტალიის თასი – 22 თამაში, 18 მოგება, 0 ფრე, 4 წაგება

იტალიის სუპერთასი – 5 თამაში, 2 მოგება, 2 ფრე, 1 წაგება

191 მოგება და მესამე ისტორიაში

ამ 5 წელიწადში ალეგრიმ 191 თამაში მოიგო „იუვენტუსთან“ ერთად ყველა ტურნირის ჩათვლით. ეს „იუვეს“ ისტორიაში მესამე შედეგია. მასზე მეტი გაამრჯვება ტურინულ გრანდს მხოლოდ ჯოვანი ტრაპატონიმ (319) და მარჩელო ლიპიმ მოუტანეს (227). თამაშების რაოდენობითაც ალეგრი მხოლოდ ტრაპატონისა (596) და ლიპის ჩამორჩება (405).

ბონუჩი და დიბალა

ალეგრის ეპოქაში ყველაზე მეტი თამაში ლეონარდო ბონუჩიმ ჩაატარა. მაქსმა ლეო ამპერიოდის განმავლობაში თამაშის შესაძლებლობა 185-ჯერ მისცა. შემდეგ მოდიან ჯორჯო კიელინი (183) დაპაულო დიბალა (180). რაც შეეხება ბომბარდირებს – ალეგრის გუნდში მოსვლიდან ყველაზე მეტი გოლი პაულო დიბალამ გაიტანა (78), მერე კი გონსალო იგუაინი (55) და მარიო მანჯუკიჩი (43) იკავებენ ადგილებს.

ქულათა საუკეთესო საშუალო მაჩვენებელი სერია A-ში

მასიმილიანო ალეგრი „იუვენტუსის“ ისტორიაში საუკეთესო მწვრთნელია სერია A-ში დაგროვებული საშუალო ქულების მონაცემებით (2.41 თამაშში). ამ ყველაფერს მან 188 მატჩში 142 მოგებით, 27 ფრითა და მხოლოდ 19 წაგებით მიაღწია. ლივორნოელმასპეციალისტმა პრესტიჟულ კლასიფიკაციაში ანტონიო კონტეს(2.39 ქულა თამაშში) და კარლო კარკანოს (2.29 ქულა საშუალოდ თამაშში) აჯობა.

გამარჯვებების პროცენტული მაჩვენებელი

ალეგრის სერია A-ში პროცენტულად ყველაზე მეტი გამარჯვება აქვს „იუვეს“ ისტორიაში მოპოვებული – თამაშების 75.5%! 188 თამაშიდან 142… ამ მხრივ ისევ კონტესა (72.8%) და კარკანოს (70.8%) აჯობა.

ალეგრიმ ყველა ტურნირის ჩათვლით თამაშების 71% მოიგო და ესეც საუკეთესო მაჩვენებელია. უშუალოდ ჩემპიონთა ლიგაზე 54 თამაშიდან ალეგრიმ „იუვენტუსს“ 29 მოაგებინა (13ფრე, 12 წაგება), რაც 53.7%-ს უდრის და აქ მხოლოდ და მხოლოდ კაპელოს ჩამორჩა ტურინელთა ისტორიაში.

ზედიზედ 5 სკუდეტო

მასიმილიანო ალეგრი ისტორიაში პირველი მწვრთნელი გახდა, რომელმაც ზედიზედ ხუთჯერ მოიგო სკუდეტო. გარდა ამისა,არცერთ მწვრთნელს იტალიის თასი და სკუდეტო მიჯრით 4 სეზონი არ მოუგია. ალეგრიმ ეს შეძლო…

მთლიანობაში ალეგრის ექვსი სკუდეტო აქვს მოგებული (ერთი „მილანში“) და ჯოვანი ტრაპატონის რეკორდს (7 სკუდეტო) ერთადერთი ჩემპიონობა აშორებს.

ზედიზედ 15 გამარჯვება

მასიმილიანო ალეგრის ხელმძღვანელობით „იუვემ“ სერია A-ში ყველაზე ხანგრძივი გამარჯვებების სერია გამოაცხო. 15 მოგება 2015 წლის ოქტომბრიდან 2016 წლის თებერვლამდე. თუ ყველა ტურნირს მივიღებთ მხედველობაში, „იუვეს“ არცერთ მწვრთნელს ზედიზედ 10 თამაშზე მეტი მოგებული არ ჰქონდა. ალეგრიმ ეს არათუ ერთხელ, არამედ სამჯერ მოახერხა!

პირველად 2015 წლის დეკემბრიდან 2016 წლის თებერვლამდე მიჯრით 13 მოგება, მეორედ 2017 წლის ნოემბრიდან 2018 წლის თებერვლამდე 11 მოგება და მესამედ 2018 წლის მაისიდან 2018 წლის ოქტომბრამდე ისევ 11 მოგება.

და ბოლოს, ეს ყველაფერი 11 ტიტულში, 5 სკუდეტო, 4 იტალიისთასი, 2 იტალიის სუპერთასი, აისახა. არ უნდა დაგვავიწყდეს ჩემპიონთა ლიგის ორი ფინალიც. მასიმილიანო ალეგრი „იუვენტუსში“ სტვენის ფონზე მივიდა, მაგრამ ბოლო საშინაო მატჩში ალბათ აპლოდისმენტებით გააცილებენ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …